ექსკლუზივი

“30 წლის ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის მკვლელობისთვის დაკავებული ქალი რუსეთიდან იყო ჩამოსული” – ქუთაისში ტრაგედიის ახალი დეტალები

ქუთაისში მომხდარი შემზარავი მკვლელობა სამართალდამცავებმა ოპერატიულად გახსნეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 45 წლის ქალი დააკავეს. 30 წლის ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი 18 ივლისს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი ნა­ხეს.

loading...

დაკავებულისთვის წაყენებული ბრალი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ელისო ჩეჩელაშვილთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

დაკავებული ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი მასაჟისტია, ეროვნებით რუსი და იქვე ფარდულში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამაზე ჯერ სამართალდამცავები არ საუბრობენ, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ელისო ბრალდებულთან მეგობრობდა.

დანაშაული 18 ივლისს, საღამო ხანს მოხდა. ცხრასართულინ კორპუსში, მესამე სართულზე ელისო ჩეჩელაშვილს და მის მეგობარს, ირინა ჭაბუკიანს ბინა 2 თვის ნაქირავები ჰქონდათ. ელისოს მეგობარი ირინა ტრაგედიის დროს სამსახურში იყო და სახლში დაბრუნებულს ეს უმძიმესი სურთი დახვდა. გარდაცვლილს ერთი შვილი დარჩა.

როგორც ჩანს, სახლში მხოლოდ დამნაშავე და მსხვერპლი იყვნენ. მეგობრები ამბობენ, რომ ელისო კონფლიქტური ადამიანი არ იყო, ამიტომ მათთვის სრული შოკია მისი მკვლელობა. ახლობლებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა მოეკლა ის დამნაშავეს.

როგორც მეზობლებმა გვითხრეს, უბანში მკვლელობაში ბრალდებულს ვერას ეძახდნენ. მისი ქმარი გვარად გვანცელაძეა, ნასამართლევი პირი. ბინა დაგირავებული ჰქონდათ და ამიტომ კორპუსთან მდგარ დამხმარე ფარდულში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, სადაც ცხოვრების არანაირი პირობები არ იყო. ვერას უბანში ყველა იცნობდა, ასე დაუხლოვდა უბანში ქირით გადმოსულ ახალგაზრდა გოგოს. როგორც ჩანს ელისოს ეცოდებოდა იგი, ამიტომ სახლში აყავდა, საჭმელსაც აჭმევდა და აბაზანითაც იქ სარგებლობდა ვერა, რადგან როგორც ამბობენ, იქ სადაც ცხოვრობდა, სველი წერტილიც არ ჰქონდა.

“ახალი გადმოსულები იყვნენ იმ ბინაში ეს გოგონები. დაკავებული ვერა, საქართველოს მოქალაქეა, რუსეთიდნ იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში. მეუღლეს ბინა ჰქონდა დაგირავებული, პერიოდულად სოფელში იყვნენ და დროდადრო ჩამოდიოდნენ და იყვნენ იმ ფარდულში. ელისო მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა, სამწუხაროდ სახლში არ იყო, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კარი რომ გააღო, სწორედ ამ დროს დაბრუნდა ელისოს მეგობარი გოგონა სახლში და ამ უძიმესი ფაქტის თვითმხილველი გახდა. გოგოს 14 თუ 17 ჭრილობა აქვს მიყენებული და როგორ იყვირებდა ხომ წარმოგიდგენიათ, მაგრამ არავის ჰქონია რეაგირება. ამბობდნენ ესმოდათ ყვირილი, გოგო შველას რომ ითხოვდაო” – განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

კვირის პალიტრა

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close