ექსკლუზივი

24 წლის გოგო ჯერ აწ ამეს, შემდეგ კი ცხედარი მდინარეში გადააგდეს – სა ზა რელი მკვლელობა სამეგრელოში,რომელშიც პოლიციელი ფიგურირებს

კრიმინოგენულ ვითარებას, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ არეგულირებს ფაქტია. 2003 წლამდე დაფიქსირებული შემთხვევების სიმრავლეზე, რომ არაფერი ვთქვათ, გამძაფრებულ მდგომარეობაზე იმ მკვლელობების სერიაც მეტყველებს, რომელიც ქვეყანაში „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე მომხდარა. როგორც ხდება ხოლმე, გამოძიება ნაჩქარევად სრულდება, საქმე იხურება და ყველაფერი წარსულს ბარდება. თუმცა, არსებობს ოჯახი, რომელიც მზად არის ყველანაირი ბარიერი გადალახოს და სამართალი აღადგინოს.

loading...

საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ სამეგრელო განგსტერული ტიპის რეგიონია, რადგანაც მკვლელობების უმრავლესობა, რომელიც ამ რეგიონში ფიქსირდება სრული სისასტიკითაა ჩადენილი. ხობში 2012 წლის ყველაზე გახმაურებული და ბურუსით მოცული კრიმინალური ფაქტი კი 23 ნოემბერს დაახლოებით 07:00 საათზე დაფიქსირდა. მდინარე „ხობისწყალმა“ 23 წლის მარიამ შვანგირაძის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილს სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რამაც დამნაშავეების ბრალი დაამძიმა, რადგან 23 წლის გოგონა ჯერ აწამეს, შემდეგ კი გარდაცვლილის ცხედარი მდინარეში გადააგდეს.

2012 წლის 16 ნოემბერს,მარიამ შვანგირაძის კვალი დაახლოებით 23:00 საათზე, სტალინის ქუჩიდან იკარგება. ოჯახი გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავებს დილითვე აწვდის, საეჭვო გარემოებად ისიც კი შეიძლება ჩაითვალოს, რომ პოლიცია გოგონას ძებნას ორი დღის შემდეგ იწყებს… შვანგირაძის ცხედარს 23 ნოემებრს 07:00 საათზე მეთევზეები მდინარე „ხობისწყალში“ ხიდის ქვეშ პოულობენ. გარდაცვლილის დედა, ნონა ჯამბურია ჩვენთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი შვილის ცხედარი ექსპერტიზაზე მისგან ფარულად იქნა გადაყვანილი. როგორც ჩანს, გამოძიებამ არც ის ჩათავალა საჭიროდ, რომ ცხედრის ამოსაცნობად გარდაცვლილის დედა ან ოჯახის სხვა წევრი შეეყვანა. სწორედ ეს უღვივებს ოჯახს ეჭვს, რომ გოგონა მოკლულია. ოჯახი სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს, ერთ-ერთი ვერსიით გარდაცვლილი საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა.

–გაიხსენეთ ის ღამე, როდესაც მარიამი გაუჩინარდა…

-მარიმ საღამოს, მის მეგობარს, ნ.კ.-ს დაურეკა, რომელთანაც ბავშვობიდან მეგობრობდა, თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, მას უნდოდა გამომშვიდობებოდა, რადგან ის მუშაობას სხვა ქალაქში იწყბდა და ხშირად ვერ ნახავდა. მე მესმოდა მათი სატელეფონო საუბარი. მარიმ გამოთქვა სურვლი, რომ მასთან მისულიყო, ამ დროს ნუკრი სამსახურში აღმოჩნდა და მარის უთხრა, რომ მას სტუმრები ჰყავდა და როცა ჩემმა შვილმა ისევ გაუმეორა, რომ მასთან აპირებდა მისვლას, ნუკრი საუბრის შეწყვეტას ცდილობდა. ცოტა ხანში მარიმ მითხრა: „დედა მე გავალ ნუკრისთან – სიგარეტს და ლუდს მივუტანო“. ასეც მოიქცა. თუმცა, როცა მარი წავიდა რაღცნაირად არ მესიამოვნა ნუკრის სიტყვები „სტუმრები მყავს“, თითქოს აჭიანურებდა მარის იქ მისვლას თან, ანიშნებდა არ მისულიყო და ეს „სტუმრები“ გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი, მაგრამ მაშინ ვერც მარი და ვერც მე ვერ მივუხვდით ამას.

–რატომ, მას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა? ვის უნდა არიდებოდა?

-ვინაიდან ჩვენ ვიყავით სოციალურად დაუცველები და არ ვიღებდით სახელმწიფოსგან არანაირ დახმარებას, მარის სულ ჰქონდა პროტესტის გრძნობა და ამ მიზნით მან დაიწყო დამოუკიდებელი გამოძიება. თუ, რატომ ხდებოდა უსამართლობა? ხუთი შვილის მარტოხელა დედას არანაირი დახმარება არ მქონდა, საკუთარი სახლიც არ გვაქვს და დღემდე სხვის სახლში ვცხოვრობთ. მარიამი საიდულო სამსახურის უფროსთან მეგობრობდა, ვისი მეშვეობითაც იქ მომუშავე პერსონნალებსაც დაუაახლოვდა. როგორღაც მარიმ მოიპოვა საიდულო კოდი, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომი გახდა მისთვის ყველა ინფორმაცია და ეს ყველაფერი ე.წ „ჩიპში“ ჰქონდა შენახული. სხვათაშორის ეს „ჩიპი“ გაუჩინარების დღეს თან ჰქონდა წაღებული. მარის აგრეთვე, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ხობელ პოლიციელთან ვინმე კილასონიასთან. რატომღაც იმ დღეს ეს ბიჭი აქტიურად მოძრაობდა ჩვენთან. როდესაც მე და ჩემი მეორე გოგო მაღაზიაში გავედით, დავინახე, რომ ის მანქანით იქვე იდგა, როგორც კი შემამჩნია ეგრევე წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვხედავ იგივე პიროვნებას, ჩემს ქუჩაზე სხვა მანქანით, თუმცა ამ ყველაფრისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია. მახსოვს ერთხელ მარიმ ჰკითხა თუ რატომ იყენებდა თნამდებობას ბოროტად და რატომ ხუჭავდა თვალს უსამართლობაზე. დაემუქრა კიდევაც, რომ, როცა მე მოვალ თანამდებობაზე შენ ამ „პაგონებს“ ჩამოგხსნიან და მე მაშინ შენ თვალებში შეგაფურთხებო. ამის შემდეგ სულ ჩვენს ქუჩაზე დადიოდა, განსაკუთრებით მარის გაუჩინარების დღეს. ერთი ვიცი, რომ ეს ბიჭი დაიკითხა და მერე საქართველოდან გაიქცა. სხვა მე მეტი არაფერი არ ვიცი ამასთან დაკავშირებით.

–დაიკითხა თუ არა ნუკრი კ.? თქვენი თქმით, იმ საღამოს მარიამი მასთან იმყოფებოდა…

-დიახ. ნუკრიმ გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ იმ საღამოს მარიამი მართლა მივიდა მასთან. თუმცა, ნუკრი მარიამს ცუდად ახასიათებს და ამბობს, რომ ის მასთან ნასვამი დადიოდა და იმ საღამოსაც ნასვამი იყო, ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, რომ ჩემ შვილს მცირე დოზით ლუდი ჰქონდა მიღებული. შემდეგ მარიამს საპირფარეშოში გასვლა მოუთხოვია… სწორედ ამის შემდეგ იკარგება მისი კვალი. შემთხვევის ღამეს ნუკრიმ სახლში მომაკითხა და მარიამის მობილური მომიტანა, ჩემთან დარჩაო აღნიშნა, თან იკითხა: „ხომ მოვიდა სახლშიო“. ამის შემდეგ დავიწყე მარიმის ძებნა. არა მგონია, რომ ნუკრის მარიამის მოკვლა შეეძლო, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის კარგად დაამუშვეს და ათქმევინეს ის რაც მათ აწყობდათ.

-მომხდარის შესახებ პოლიციაში როდის განაცხადეთ?

-დილითვე მივმართე მათ, თუმცა ძებნა ორი დღის შემდეგ დაიწყეს. მათ მიმართ უკმაყოფილებას გამოვთქვამ, რადგან მათ არ მომცეს საშულალება მეთანამშრომლა გამოძიებასთან. არც კი უკითხავთ ჩემთვის თუ, ვისთან შეიძლებოდა ყოფილიყო მარიამი, არც ის თუ, ვისთან მეგობრობდა. 9 დღის შემდეგ ცხედარი მდინარე „ხობისწყალში“, ხიდის ქვეშ აღმოაჩინეს, ესეც კი არ შემატყობინა პოლიციამ. ჩემი ახლობელი ქალი მოვიდა ჩემთან და მითხრა, ნონა ჩაიცვი, მარიამი უპოვნიათ, თუმცა, რა მდგომარეობაში იყო და სად ნახეს არ მეუბნებოდა. ვთხოვდი ეთქვა სიმართლე, მეუბნებოდა: „ნუ ნერვიულობ, მარიამი საავადმყოფოში წევსო“. გზაში, სასადილოსთან შეგხვდა ქალი და მითხრა: „შენ როგორ დგახარ ფეხზე, როცა შენი შვილი მდინარიდან ამოიყვანესო?“ მე მათგან გავიგე ჩემი შვილის ამბავი, თორემ ჩემთან ოფიციალურად სამართალდამცავი უწყებიდან არავინ მოსულა იმის მიუხედავად, რომ მე მარიამის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება დაწერილი მქონდა. გარდა ამისა, ოჯახის წევრებიდან ცხედრის ამოსაცნობად არავინ წაუყვანიათ. ვნახე მხოლოდ ექსპერტიზის ფოტო და როდესაც მე ცხედარი გადმომცეს უზუსტობა აქაც იყო. ექსპერტიზის ფოტოზე ნაჩვენებ დაზიანებასა და მარიამის სხეულზე დაზიანებას შორის არ იყო არანაირი მსგავსება. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო ისიც, რომ ოჯახისთვის მარიამის ნივთებიდან არაფერი დაუბრუნებიათ და სხვათშორის არც ის „ჩიპი“ რომელშიც სავარაუდოდ ის ინფორმაცია ჰქონდა, რომელიც შეიძლებოდა მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა. მე როგორც მითხრეს ეს „ჩიპი“ დაკარგულია.

მეოთხე წელია რაც ამ საქმეს იძიებენ. თუმცა მე ვერ ვხედავ პოლიციელებისგან ამ საქმისადმი დაინტერესებას, არცერთ ქმედებაში არ ჩანს, რომ ისინი გამოძიებას აწარმოებენ. მე მჯერა რომ ჩემი შვილი შეეწირა იმ ინფორმაციას, რომელსაც ის ფლობდა და თავისთავად ეს ინფორმაცია საფრთხეს უქმნიდა იმ მაღალჩინოსნებს და არამარტო მაღალჩინოსნებს მათ ზემდგომებსაც. ჩემი აზრით, მარიამი პოლიციელმა მოკლა და სწორედ ამიტომაც მიჩქმალეს ეს ამბავი და დღემდე გამოუძიებელია.

samegrelorm.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close