ექსკლუზივი

22 წლის მამაკაცის და 11 წლის გოგონას ქორწილი-მათი ქორწილის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა

ირანის პროვინცია ბოიერ-აჰმადის სასამართლომ გააუქმა 22 წლის მამაკაცის და 11 წლის გოგონას ქორწინება მას შემდეგ, რაც მათი ქორწილის ამსახველი ვიდეო  სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამის შესახებ გამოცემა Rokna წერს.
ბავშვის მშობლების თქმით, ახალშეუღლებულები სრულფასოვან ცოლ-ქმრულ ცხოვრებას გარკვეული დროის შემდეგ შეუდგებოდნენ.

loading...

მოსამართლემ ეს ქორწინება მიუღებლად გოგონას ასაკის გამო მიიჩნია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მშობლები ამბობენ, რომ ქორწინება მაინც შედგება, როცა ბავშვი 13 წლის გახდება.
Twitter-ზე ქორწილის ვიდეო ირანელმა ჟურნალისტმა, მასიხ ალინეჯადმა გამოაქვეყნა. კადრებში ჩანდა, რომ გოგონა ტიროდა. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში ფართო რეზონანსი გამოიწვია.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close