პოლიტიკა

20/30-იანელების საგანდეგბი ბრიფინგი- გაძლიერდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინაღმდეგ მიმდინარე უბინძურესი კამპანია. ამოცანაა, მოხდეს ბიძინა ივანიშვილის როგორც მეცნიერის და პროფესორის დისკრედიტაცია.

საარჩევნო წლის დაწყებასთან ერთად, გაძლიერდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინაღმდეგ მიმდინარე უბინძურესი კამპანია. პოლიტიკური ოპონენტები უკადრებელს კადრულობენ და ყველანაირად ცდილობენ ჩირქი მოსცხონ უდიდესი ქართველის სახელს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ საკითხზე ქართული ოცნების შიგნით არსებული დაჯგუფებისა და ოპოზიციის ინტერესთა კვეთა შეინიშნება, რაც არ გამორიცხავს მათ შორის შეთანხმებულ მოქმედებას.

loading...

სიბინძურის მორიგი ტალღის ამოცანაა, მოხდეს ბიძინა ივანიშვილის როგორც მეცნიერის და პროფესორის დისკრედიტაცია. ორგანიზაცია ,,თავისუფლების ინსტიტუტი”, რომელიც თავის დროზე ცნობილი იყო, როგორც მასონური ორგანიზაცია აცხადებს, რომ თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაცული დისერტაცია არ შეესაბამება აკადემიერ სტანდარტებს და ამის საფუძველზე ითხოვს მისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას.
რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა წვრილმანი და ცინიკური მუხანათობა იმ ადამიანის მიმართ, რომლის მხრებზე დგას რეალურად ჩვენი ქვეყანა და რომელმაც ქართველი ხალხი გაათავისუფლა ავტოკრატის ბატონობისაგან. (არაფერს ვამბობთ მის წვლილზე ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა სულიერების და აშ. აღორძინებაში).

ამ ყველაფრის ფონზე,
რა დისერტაციც არ უნდა დაეწერა ან გადაეწერა ამ ადამიანს (ზოგადად დისერტაციებს ყველა ერთმანეთისგან იწერდა სსრკ-ში) იგი ყველა ქართული სახელმწიფო (თუ კარგად დავფიქრდებით რუსულიც) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი უნდა იყოს (სამეცნიერო დაწესებულებებს რამე აზრი რომ მოეკითხებოდეთ ჩვენს დროში).

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close