ექსკლუზივი

100 კაცის ნიმუში ტესტირებისთვის კერძო კლინიკაში გააგზავნეს-რა ხდება “ოცნებაში”-დეპუტატებს ინფიცირებულთან რამდენიმე დღის წინ, ისინი თანაგუნდელი ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ

“ქართული ოცნების” წევრთა 100 კაცის ნიმუშები ტესტირებისთვის კერძო ლაბორატორიაში გააგზავნეს. რისკ-ჯგუფში არიან დეპუტატები კომოს ტბის სკანდალური ვიზიტიდან. ივანიშვილის გუნდის პანიკის საფუძველი ორი მიზეზი გახდა, ნომერ მე-15 პაციენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მეგობარია. 

loading...

კორონავირუსით დაავადებული პაციენტი, „ნომერი 15“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ახლო მეგობარი ბიზნესმენია. მათ შორის კომუნიკაცია რამდენჯერმე წინ შედგა; ერთხელ “კოვიდ 19”-ით დაავადებულის სახლში, მეორედ კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან. შეხვედრას მხოლოდ ოდიშარია არ ესწრებოდა. აქ „ოცნების“ სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. დეპუტატები, რომლებიც დასასვენებლად კომოს ტბაზეც ერთად იყვნენ. ამ საეჭვო გარემოებების მიუხედავად, არც ერთი მათგანი თვითიზოლაციაში არ არის. ამტკიცებენ, რომ ინფიცირებული მეგობარი, რამდენიმე თვეა არ უნახავთ.

გენადი არველაძე, რომელთან კომუნიკაციასაც „ოცნების“ წევრები კატეგორიულად უარყოფენ, ამ დრომდე თვითიზოლაციაში რჩება. ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა. მას საეჭვო კავშირები ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულთან. არსებული ინფორმაციით, ეს დაავადებული სწორედ ის პაციენტი N15-ია . შეხვედრა 6 მარტს, დაბადების დღის წვეულებაზე შედგა. რომელსაც „ქართული ოცნების“ არაერთი წევრი ესწრებოდა.

ამ საეჭვო კავშირების გამო „ქართული ოცნება“ პანიკაშია. ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ ასევე ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ ლაბორატორიას 100-კაციანი სია გადაუგზავნა და კორონავირუსზე გამოკვლევა მოსთხოვა. 

„ოცნების“ დეპუტატებს ინფიცირებულთან გადაკვეთის კიდევ ერთი წერტილი ჰქონდათ. რამდენიმე დღის წინ, ისინი თანაგუნდელი ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ. აქ პაციენტი ნომერი N4 „გეფას“ ხელმძღვანელიც მივიდა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close