ექსკლუზივი

”ჯერ უმცროსი ძმა ჩავიდა, ცოტახანში კი დახმარება ითხოვა, დიდი ძმაც სასწრაფოდ მის დასახმარებლად ჩახტა” – ვინ არიან ძმები, რომლებიც ჭაში ტრაგიკულად დაიღუპნენ…

ხა­შუ­რის სო­ფელ ალი­ში ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. რუ­ი­სე­ლი ძმე­ბი – წი­ტა­რიშ­ვი­ლე­ბი ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი.

loading...

ისი­ნი წლე­ბია ჭე­ბის გა­თხრა­სა და და­სუფ­თა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. ამ­ჯე­რად ჭის და­სუფ­თა­ვე­ბა სურ­დათ და რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, თავ­და­პირ­ვე­ლად ჭაში სა­მუ­შა­ოდ უმ­ცრო­სი ძმა ჩა­ვი­და. ჩა­იხ­სნა თოკი და და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ცოტა ხან­ში დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, საშ­ვე­ლად სას­წრა­ფოდ ჭაში მისი უფ­რო­სი ძმა ჩა­ვი­და, რო­გორც ფაქ­ტის თვი­თხილ­ვე­ლი ამ­ბობს, იგი შე­ე­ცა­და ძმა იქი­დან ამო­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ისიც ცუ­დად გახ­და და ორი­ვე ჭაში ჩა­ვარ­და.

ფაქ­ტის თვითმხილ­ველ­მა მა­მა­კაც­მა სას­წრა­ფოდ პო­ლი­ცია და მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ იქ მო­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და მაშ­ვე­ლებს ძმე­ბი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. ძმე­ბის ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა ჭი­დან ამო­იყ­ვა­ნეს და გო­რის პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს. მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს სო­ფელ ალი­ში, მისი თქმით, ამ ბი­ჭე­ბის გა­თხრი­ლი იყო ეს ჭა და ახლა მას ასუფ­თა­ვებ­დნენ. “ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რია გომი-სა­ჩხე­რის გზა­ზე და იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. თა­ვად ამ ძმე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი იყო თურ­მე ეს არ­ტე­ზი­უ­ლი ჭა და მისი გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ას”, – გვი­თხრა მან.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close