ექსკლუზივი

ხელისუფლება 20-21 ივნისს შეზღუდვების დაწესებას გეგმავს – რისი ეშინიათ: საპროტესტო აქციის თუ კოვიდინფექციის?

“გავრილოვის ღამის” წლისთავთან დაკავშირებით, ხელისუფლება კორონავირუსის გამო, 20-21 ივნისს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

loading...

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში მიიღეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება პარლამენტის ნებართვისა და საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება,  “ქართული ოცნების” ხელისუფლება სწორედ “გავრილოვის ღამის” წლისთავზე გამოცდის.

როგორც ინფორმირებული წყარო “2020NEWS” უყვება, 20 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია ხელისუფლებაში შიშს იწვევს, ამიტომაც აქციის შემზღუდველ მექანიზმად სწორედ ახალ ცვლილებასა და საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესებას გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობას შემზღუდველი ღონისძიებების ამოქმედების საშუალებას ის ფაქტი აძლევს, რომ გაიზარდა იმ კოვიდინფიცირებულების რიცხვი, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.

“2020NEWS”-ის ინფორმაციით, აგრარულ ბაზრობებზე მოვაჭრეები და კერძო მაღაზიის მფლობელები უკვე გააფრთხილეს, რომ 20-21 ივნისიდან ერთი კვირით დაიხურებიან.

ცნობისათვის, 2019 წლის 20-21 ივნისს ე.წ. “გავრილოვის ღამეს” დატრიალებული მოვლენებიდან ერთი წელი გადის. ამ დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

“2020NEWS”

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close