ექსკლუზივი

„ხაზარაძე „ეფექტური“ 49%-ით ცხრაპირ ტყავს აძრობდა უბრალო, ღარიბ მოქალაქეებს…“

– მამუკა ხაზარაძისა და მისი „ლელოს“ შანსებზე რას იტყვით? ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, „ლელომ“  მოიპოვოს მანდატების ის რაოდენობა, რომლის გარეშეც მთავრობას პარლამენტი ვერ დააკომპლექტებს. რამდენად რეალურია, რომ „ოქროს გასაღები“ მამუკა  ხაზარაძის გუნდის ხელში აღმოჩნდეს? ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკე აღებული, ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „გაერთიანებული ოპოზიცია“ ვერ მიიღებენ 76 მანდატს.

loading...

– მინდა მჯეროდეს, რომ ქართველი ხალხი არასდროს გადასცემს „ოქროს გასაღებს“ იმ ადამიანს, რომელიც „ეფექტური“ 49%-ით ცხრაპირ ტყავს აძრობდა უბრალო, ღარიბ მოქალაქეებს. მისი წარმატება მორალური დეგრადაციისა და განადგურების ნიშანი იქნება. თუმცა, გამორიცხული არაფერია.

აქვე, შემიძლია გითხრათ, რომ ვაკვირდები „ლელოს“ საქმიანობას. პარტია ძალიან უსიცოცხლოდ გამოიყურება. როგორც ჩანს ბ-ნი მამუკა სიძუნწეს პოლიტიკაშიც ინარჩუნებს და არ აპირებს დიდი რესურსების დახარჯვას. ცხადად ჩანს ისიც, რომ კაცი ვერ ხედავს, თუ რა წესებით უნდა იმუშავოს პოლიტიკაში. იგი პოლიტიკას უყურებს, როგორც „თი ბი სი ჯგუფში“ შემავალ მორიგ სალიზინგო თუ სადისტრიბუციო ქვეკომპანიას. ასეთი ზედაპირული მიდგომებით შორს ვერ მიდიან.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close