ექსკლუზივი

“წინასწარ ვიცოდით საშიში ვირუსით დაინფიცირებულზე” – რა წერილს ასაჯაროებს ამ წუთებში მედია ჰოლდინგი “ალია”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე კორონავირუსით დაინფიცირებული იმ მოქალაქის შესახებ წერს, რომელიც საქართველოში შემოვიდა:

loading...

“საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანიდან დაინფიცირებული რომ მოდიოდა წინასწარ ვიყავით გაფრთხილებულები და საზღვარზე დახვდნენ მობილიზებულები შეფუთული ექიმები და დროული იზოლაცია განახორციელეს კარანტინში. გამოვაძვრენთ ამ ადამიანს იმედია და არ გავრცელდება დამატებით ვირუსი. საფრთხე არ ემუქრება მის ჯანმრთელობას და არც ჩვენ გვაქვს პანიკის საფუძველი.”

ნინა კობახიძე არ აკონკრეტებს ვინ შეატყობინა ქართულ მხარეს ინფიცირებულ პირზე.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ როცა საქართველოს მოქალაქემ გადმოკვეთა ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარი, მას არ ჰქონდა ვირუსის ნიშნები და არ იცოდნენ, რომ ინფიცირებული ადამიანი მოძრაობდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

თუ საქართველომ იცოდა წინასწარ და ვინმემ გააფრთხილა, მას უნდა მიეწოდებია ინფორმაცია აზერბაიჯანისთვისაც, რომ სასწრაფო დახმარების მანქანით მომხდარიყო ჩვენი მოქალაქის გადმოყვანა. ასევე, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო, საქართველოს მოსახლეობაც ჰყოლოდა ინფორმირებული.

ისე, აბა, მესაზღვრემ აღმოაჩინა რომ კორონავირუსითაა დაინფიცირებულიო?

ალია


loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close