ეკონომიკა

ცოლს ვირუსი ჰქონდა და ქმარმა პალატაში მარტო არ დატოვა, არ გადაედო – ცერცვაძე პირველ ინფიცირებულებზე

გამორიცხულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს –  ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძემ ორი შემთხვევა გაიხსენა. კერძოდ, საქართველოში პირველი ინფიცირებულების მაგალითები.

loading...

„ჩვენს კლინიკაში, როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული იყო, ქმარი – არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება – ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ – აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე – არა პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხარ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ, ინფექცია არც ერთს არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ აქედან 16 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close