ექსკლუზივი

“ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის”

ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

loading...

როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის.

“გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში”,- აცხადებს მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close