ექსკლუზივი

„ჩვენი წინაპრები რომ წამოაყენო, მაგრად გვაგინებენ და წავლენ“ – კაბუ

“სად გვაქვს პოლიტიკა? რომელი პოლიტიკა? ჯარი რომ არ გვყავსო და არც არასდროს გვეყოლებაო? მართმადიანები რომ ვართ? ეს ქალი ძველქართულად რომ ლაპარაკობს და ამაზე ბატონი ივანიშვილი გიჟდება, ამაზე ვილაპარაკო? თუ მიხეილ სააკაშვილზე? მი-ხე-ილ-ზე?? თუ საკრებულოზე? საძველბიჭოზე. გემუდარებით, არ მკითხოთ. მაღიზიანებს, მრცხვენია ეს ხალხი”, – ამის შესახებ განცხადებას ქართველი მომღერალი კახა აბუაშვილი (კაბუ) აკეთებს.

loading...

„ყველანი სამარცხვინო ტიპები არიან, თავიანთი ჯიბის და ოჯახის აღზევებაზე ჩახვეულები. ხალხი დააბეჩავეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ღამით თბილისის ყველა რესტორანი გადატენილია, თავისუფალ ადგილს ვერ ნახავო, ჩემი მეგობრები მწერენ. რა ქვეყანაა?! სად ვცხოვრობთ?! არადა, როგორ მინდა, მეც მანდ ვიცხოვრო! (იცინის) მოკლედ, აბსურდული სიტუაციაა. ჩვენს ქვეყანას ჰქვია სიზმარა, თორემ რეალობაში ასე არ ხდება. მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ წინ წავალთ, აუცილებლად!

ევროპაში ჩამოდიან და უსირცხვილოდ ჰყვებიან, რა მართალი ქვეყანაა საქართველო, რომ თითქოს არავის უჭირს, რამდენად მაღალ დონეზეა მედიცინა და რა საყვარლად და კარგად შეიძლება საქართველოში იმკურნალო. ატყუებენ და ესენიც ჩვეულებრივად იტყუებენ თავს!

დაფიქრდნენ ახლა, რატომ გამორბის მაქედან ხალხი. სამაგიეროდ, ირანელებს და ჩინელებს ხომ იღებენ ხელგაშლილად. დედას გეფიცები, ჩვენი წინაპრები რომ წამოაყენო და გადმოახედო, დაგვაფურთხებენ თავზე, ჩვეულებრივად! მაგრად გვაგინებენ და წავლენ, – ვაი, თქვენს პატრონსო! “დაჟე”, საფლავებში კი არ ჩაბრუნდებიან, სხვა მიწას მონახავენ და იქ წავლენ! აი, ეგ “პონტია”.

გაურკვეველი ტიპები ჩამოჰყავთ, რაღაც მარილებს ჰყიდიან და დახოცეს ბავშვები. პლეხანოვზე ღამით გოგოს ვერ გაუვლია. ამას მიხედონ. გეფიცები, არავის წინააღმდეგი არ ვარ, არც ერთი ეროვნების ადამიანის, არ ვარ მათი მტერი და არც შეხება მქონია, პირადად ჩემთვის არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ როცა ვხედავ, ჩემს ქვეყანაში რა ხდება, ცოტა მიკვირს. ამდენი წლის განმავლობაში რომ რაღაცები ვერ და არ გააკეთე, ახლა მაინც დაფიქრდი ცოტა.

აქ ქალაქის მერი ფეხით, ველოსიპედით დადის და ხალხთან მეგობრობს. ამაში მიბაძონ! აქაურობაც გადათხრილია, მაგრამ გზების დაგებაში ფულს კი არ აკეთებენ, თავიანთი სამშობლო უყვართ, იმიტოა, რომ ეს ქვეყანა წინ მიდის. ქუჩაში პატარა ქაღალდი რომ გადააგდო, აიღებს ვიღაც ტიპი და გამოგეკიდება. პირადად მე მქონდა მსგავსი შემთხვევა, გადმოცემით კი არ ვიცი. ვაღიარებ, მანქანიდან ორცხობილის ქაღალდი გადავაგდე, ინსტინქტურად, ორი თითით ჩავაგდე… უცებ ვიღაც ტიპი ფანჯარაზე მიკაკუნებს და ის ქაღალდი მომიგდო. ისე შემრცხვა, ვერც შევაგინე, ტო!”, – აცხადებს კაბუ „კვირის პალიტრასთან”.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close