ექსკლუზივი

“ჩემს ძმას შაქარას” – შაქარაშვილს მეგობარმა ძალიან ემოციური ლექსი მიუძღვნა, ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ ცრემლებს ვერ შეიკავებთ

გიორგი შაქარაშვილს მეგობარმა ლექსი დაუწერა.

loading...

ჩემს ძმას შაქარას

მიწას ცრემლით დაუსველდა კალთა,
ნაადრევად შეიმოსა შავში,
ადრე მიწვდი სასუფეველს სადაც,
მარადიულ, წმინდანის ფრთებს გაშლი.

სიზმრად ვხედავ შენს ფირუზის თვალებს,
ცისარტყელად შენს გაბადრულ ღიმილს,
შენთან ერთად მეც გარდავიცვალე,
ჩემთან ერთად დედამიწა ტირის.

ვიცი ეხლა ღრუბლებიდან გვიმზერ,
ცაში დაფრენ ანგელოზის ფრთებით,
ჩვენ გვავსებდა მეგობრობა მტკიცე,
არ ვუფრთხოდით დაბრკოლებებს გზების.

მოგონებებს გულით დავატარებ,
მიზნებს როცა ვისახავდით ერთად,
ეხლა ვიცი, რომ სამოთხის კარებს,
გამიღებ და გამიძღვები ღმერთთან.

თეთრი კაბა ჩაანაცვლა ძაძით,
ახლა შენს დას აღარ მოსავს ფარჩა,
დრო ამოკლებს საფლავამდე მანძილს,
გაუძელი ბევრი აღარ დარჩა.

დრო ამოკლებს საფლავამდე მანძილს,
მამის მზერა კვლავ გაჰყურებს შარას,
დედაშენის თვალებიდან კვლავ წვიმს,
ნუგეშის თქმას ვაიძულებ კალამს.

მოგონებებს გულით დავატარებ,
მიზნებს როცა ვისახავდით ერთად,
ეხლა ვიცი, რომ სამოთხის კარებს,
გამიღებ და გამიძღვები ღმერთთან.

P. S მუდამ სიყვარულით შენი თემირლანა

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close