ექსკლუზივი

შესაძლებელია, ეგონათ, რომ შემოაკვდათ… შემდეგ არის წყალში გადაგდებული, ნაცემი თვითონ წყალში გადავარდა – ბრალდებულის ადვოკატის განცხადება

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება.

loading...

მისი თქმით, რასაც ელოდა ის არის.

“დაზიანებებსაც ველოდი. აშკარაა, რომ დაზიანებები აქვს, სავარაუდოდ, შემდეგ არის წყალში გადაგდებული. ასეთ ვერსიას თუ გავათამაშებთ. არარეალისტურია ის, რომ ნაცემი თვითონ წყალში გადავარდა, ჩანთა თავისით შეხტა ზემოთ და მსგავსი რაღაცები.

შესაძლებელია, ეგონათ, რომ შემოაკვდათ. მიუხედავად ექსპერტიზის კატეგორიულობისა, მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც ნაწილი ღია დარჩა. მეტი დეტალიზაცია გვჭირდება იმისათვის, რომ დასკვნა დადო.

ცალსახად მგონია, რომ ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში წყალში ვერ აღმოჩნდებოდა.​ ეს არის ჩემი აზრი, როგორ აღმოჩნდა იგი წყალში, ეს უკვე საზოგადოებამ განსაზღვროს“,- აღნიშნავს გიორგი ყიფშიძე.

მისივე თქმით, კვალიფიკაციის საქმე ახლა ფრთხილად არის გადასახედი.

“ზუსტად არ ვიცი საბოლოოდ რა მუხლს დასვამენ, მაგრამ განზრახ მკვლელობის თემა შეიძლება სადაო გახდეს, რადგან არ არის გამორიცხული, მაგალითად ეს იყო სხეულის დაზიანება. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მტკიცებულება არ გვაქვს იმის, რომ ვინმემ ცალსახად იგი წყალში გადააგდო“,- განაცხადა ადვოკატმა.

https://www.newposts.ge/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close