ექსკლუზივი

“შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში… შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა სჯობია“ – ანი შაქარაშვილის მიმართვა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტვ პირველის ეთერსი გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საქმე ეხება შაქარაშვილის საქმეში ახვლედიანის ჩვენებას.

loading...

გიორგი შაქარაშვილის მეგობარი ვახო ახვლედიანი ჩვენებას ცვლის, ის შაქარაშვილთან ერთად თავდამსხმელებს გაექცა და აღნიშნავს, რომ თავდამსხმელების მიზანი ცემა და ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა. თუმცა ტვ პირველის მიერ მოპოვებულ მასალებში მტკიცდება, რომ ახვლედიანის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ფარულ ჩანაწერებს. რაც ადასტურებს რომ ახვლედიანი ტყუის.

ასევე ვახტანგ ახვლედიან ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
ამ საქმის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ანი შაქარაშვილი პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ შაქარაშვილის მეგობარი  ვახტანგ ახვლედიანი არ ყოფილა.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი რომელიც „დაზარალებულად“ არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ.
თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა სჯობია“- წერს ანი შაქარაშვილი.
ცნობისთვის ჩვენებაში ვახტანგ ახვლედიანი ამბობს რომ 112-ში დარეკვა აზრადაც არ მოსვლია, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მოძებნა არ დაუწყია, რადგან როგორც თავად ჩვენებაში წერს, შეშინებული იყო და ადგილიდან სწრაფად გარიდება უნდოდა. ვიდეოს სანახავად

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close