კატეგორიის გარეშე

„შეიძლება ვთქვათ, რომ ბეწვის ხიდი უკვე გავიარეთ“ – რა მოხდა და რა განცხადებას ავრეცელებს მარინა ეზუგბაია ამ წუთებში

შეიძლება ვთქვათ, რომ ბეწვის ხიდი უკვე გავიარეთ – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

loading...

ეზუგბაიას თქმით, შეზღუდვების გამკაცრებაზე ლაპარაკი არ არის.

„გარკვეულწილად, ეს საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება, თავიდან ბოლომდე. ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს, აქედან გამომდინარე, არა მგონია მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება. ყველაზე მძიმე პრობლემა იყო ბოლნისის სოფლებში: გეტასა და მუშევანში და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქაც ბოლოსკენ გავდივართ. ვნახოთ, კიდევ ორი კვირა დაგვჭირდება და 14 დღის შემდეგ კონტაქტების კვლევისას დადასტურებული შემთხვევები არ გვექნება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ეს ბეწვის ხიდი და არამგონია, რომ იყოს ლაპარაკი გამკაცრებაზე, თუმცა, მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არ არის საჭირო, ეს რეგულაცია ქვეყანამ დააწესოს. თვითშეზსღუდვები საკუთარ თავებს უნდა დავუწესოთ”,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close