ექსკლუზივი

შევუკვეთეთ 700 ათასი ცალი ვაქცინა – ამირან გამყრელიძის საგანგებო განცხადება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველომ დაიწყო წინასწარი მზადება კორონავირუსის ვაქცინის მოსაპოვებლად, როდესაც ის დამზადდება.https://www.facebook.com/v2.6/plugins/quote.php?app_id=&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df1ee56c79a3538%26domain%3Dghn.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fghn.ge%252Ff3aa5994c9939ec%26relation%3Dparent.parent&container_width=800&href=https%3A%2F%2Fghn.ge%2Fnews%2F249987-shevukvetet-700-atasi-tsali-vaktsina-amiran-gamqrelidze%3Ffbclid%3DIwAR3vmRkZa8Gw3pX2XLKUydEYJB7kxS_g83wwyL7DUAAnU4U5ObSjDCmgQog&locale=ka_GE&sdk=joey

loading...

მისი თქმით, მთავრობამ უკვე შეუკვეთა 700 ათასი ცალი ვაქცინა.

31 აგვისტოს ოფიციალური განაცხადი გავაკეთეთ ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია. შევუკვეთეთ ვაქცინა მოსახლეობის 20%-ის მოცვით. დაახლოებით ეს არის 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა, როცა ვაქცინა დამტკიცდება. 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი. ამით, გარანტირებული იქნება, რომ როცა ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებული ორგანიზაციის მიერ, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცრებული”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინა, პირველ რიგში, რისკჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close