ექსკლუზივი

შეამოწმეს თუ არა ჩინეთიდან ჩამოსული ქალი, რომელსაც ვირუსი აქვს, აეროპორტში?

ყველა მედია სვამს კითხვას – შეამოწმეს თუ არა ჩინეთიდან ჩამოსული, ბაკურციხეში მაცხოვრებელი ქალი, რომელსაც ვირუსი და ტემპერატურა აქვს – აეროპორტში კორონავირუსზე?

loading...

არ შეუმოწმებიათ, არა!

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქალი ჩინეთიდან გამოფრინდა 15 რიცხვში და საქართველოში ჩამოფრინდა 16 რიცხვში.

16, 17, 18, 19, 20 იანვარს ჩვენ ვითხოვდით აეროპორტების შემოწმებას!

ჯანდაცვის სამინისტრო იყო უარზე.

სულ რამდენიმე დღეა რაც ამოწმებენ! ისიც, როგორც სასწრაფოს ექიმმა გვითხრა – ფორმალურად.

როგორც ჩინელი ექიმები აცხადებენ – ვირუსს აქვს საკმაოდ დიდი საინკუპაციო პერიოდი – 6 დღიდან ორ კვირამდე. განაცხადეს ისიც, რომ საინკუპაციო პერიოდში – ვირუსის გადადება შესაძლებელია. ამიტომ, მოუწოდეს ყველა ქვეყანას დახვდეს ვირუსს მზად.

თურქეთმა მგზავრი, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა – უკან გააბრუნა.

თელავიში გუშინ ორი მგზავრი მოეჩვენათ საეჭვოდ აეროპორტში, ორივე გადაიყვანეს სპეციალურ კლინიკაში, სადაც აქვთ ბოქსები და მკაცრად კონტროლდება, რომ შემხებლობაში არ იყვნენ არავისთან.

საქართველოში? – საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს აქვს სიცხე, ვირუსი და მკურნალობდა ოჯახის ექიმი.

თუ მედია ვერ გაიგებდა – ასე დარჩებოდა ოჯახის ექიმის იმედად, მას შემდეგ, რაც “ალიამ” ჯანდაცვის სამინისტროს კითხვები დაუსვა – ჩვენ არ გვიპასუხეს, მაგრამ სხვა მედიასთან გააჟღერეს ინფორმაცია, რომ პაციენტს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექცია და ახლა გაარკვევენ რა ვირუსია.

სად გაარკვევენ, რა პირობებში და ამჯერად მაინც გამოიტანს თუ არა ამირან გამყრელიძე იმ თავის პირველი და მეორე რიგის უსაფრთხოების ტანსაცმელს – უცნობია.

ოჯახის ექიმი კი, რომელსაც ჩინეთიდან ჩამოსულ პაციენტთან ჰქონდა ურთიერთობა, სხვა პაციენტების მკურნალობას განაგრძობდა.

ალია

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close