ექსკლუზივი

„შატილის ავარიაში გადარჩენილმა ხატიამ დღეს თვალები აახამხამა და მარცხენა ხელის თითები აამოძრავაო“- ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე

ჟურნალისტი და ბლოგერი მარი ჯაფარიძე, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ამბავს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს,

loading...

რომ ღვთისმშობელი ყველას დედა და მფარველია. გამოქვეყნებული პოსტის მეორე ნაწილში კი ნათქვამია, რომ შატილში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თვალები აახამხამა და ხელი გაანძრია. ეს ახალგაზრდა გოგონა, ხატია დევსურაშვილია, რომლის დაც მედეა დევსურაშვილი შატილში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა.
„მარიამობაზე ერთი ამბავი მახსენდება ხოლმე, რომელიც ჩემს ბავშობაში მაქვს მოსმენილი.


მე ალბათ 11-12 წლის ვიქნებოდი, როცა ახალგაზრდა მამაკაცზე (ის მაშინ 30 წლისა იქნებოდა) თქვეს, რომ თურმე ძალიან ცუდად ყოფილა, კვდებოდაო, როცა ბავშვი იყო. მიზეზს ვერ ადგენდნენ. თითქოს არაფერი საგანგაშო არ სჭირდა, მაგრამ ლოგინად იყო ჩავარდნილი, დღითიდღე ილეოდა, სიკვდილს ჰყავდა ჩაბღუჯული და არ უშვებდა…
ასე ყოფილა თვეების განმავლობაში.
მარიამობა დღეს მათ ჭიშკარს შავებში ჩაცმული ქალი მისდგომია და მოწყალება უთხოვია.დედას შინ შეუყვანია, მარიამობისთვის საგანგებოდ გაშლილ სუფრასთან მიუწვევია, დაუპურებია და ფულიც გამოუტანია. იმავე ოთახში მდგარ საწოლში იწვა თურმე ეს ბავშვი.
ქალს კითხვაც არ დაუსვამს, არ დაინტერესებულა, რა სჭირდა. დედისთვის უთქვამს, ქათამი დაკალი და დაკლული მომიტანეო. შეუსრულებია დედას. ბუმბულიც არ გაუცლია თურმე, ისე გაუჭრია ახლად დაკლული ქათამი და გული ამოუცლია. სისხლმდინარე გულისთვის გამძლე ძაფი მოუბამს, ბიჭისთვის პირში ჩაუტენია თბილთბილი გული და აიძულა, რომ გადაეყლაპაო.
ცოტა ხანს დაუცდია და ძაფი ნელა ამოუწევია. ქათმის გულზე უზარმაზარი წურბელა ყოფილა მიმჯდარი.ამის შემდეგ ქალი წასულა და დედას თუ დავუჯერებთ, კარს მიღმა აორთქლდა თურმე, ვერ მოკრეს თვალი, საით წავიდა. ფული კი მაგიდაზე იყო ხელუხლებელიო.
დილით იმ ოთახში, კედელზე, ბავშვის თავთან ღვთისმშობელი გამოსახულა.
იმ დღიდან მოკეთება დაუწყია ბავშვს და გამოჯანმრთელდაო. წურბელა წყალს ჩააყოლა ეტყობა, მიეკრო სადღაც და სისხლს სწოვდა, ამიტომაც დაუძლურდაო.
მოკლედ, არ ვიცი, ეს ამბავი მართალია თუ ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ მაშინ დავიჯერე და იმის მერე მჯერა, რომ ღვთისმშობელს სასწაულების მოხდენა შეუძლია და ის ყველას დედაა.
დღეს კიდევ ერთხელ დავიჯერე, რადგან შატილის ავარიაში გადარჩენილმა, კომაში მყოფმა ხატიამ (რომლის დაც გარდაიცვალა და გუშინ დაკრძალეს), დღეს თვალები აახამხამა და მარცხენა ხელის თითები აამოძრავაო…სასწაულია, მაშ რა არის…გაჭრა დედის და თქვენმა ლოცვამ…ხატია გადარჩება…ხატიას დედას გადაურჩება და ღვთისმშობელი დაეხმარება“, – წერს მარი ჯაფარიძე.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close