ექსკლუზივი

“ყოველ მოსახვევში მეგონა კლდიდან გადაიჩეხებოდა… შეურაცხად მძღოლთან დისკუსიასა აზრი არ ჰქონდა” – რას ყვება თამარ ჟამურაშვილი

ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2 იანვარს გუდაურიდან თბილისამდე მძღოლის არაადეკვატურობას დასახიფათო მანევრირებებს იხსნებს.
ჟამურაშვილის თქმით, აუცილებელია, დაწესდეს ბერკეტები მსგავსი ადამიანების შესაჩერებლად.

loading...

„ენით აღუწერელი ტკივილი! უბედურება რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა! მე თვითონ ვიმგზავრე ორი წლის წინ, 2 იანვარს გუდაურიდან თბილისამდე მიკროავტობუსით, რომელიც ყოველ მოსახვევში მეგონა კლდიდან გადაიჩეხებოდა… შეურაცხადი მძღოლი, რომელთან დისკუსიასაც აზრი არ ჰქონდა…ნუთუ აღარ დადგა დრო ორი კაპიკის გულისთვის არ გავრისკოთ ადამიანების სიცოცხლე და არ ვიფიქროთ, რომ კოკა წყალს ყოველთვის მოიტანს… ნუთუ ვეღარ უნდა დაწესდეს ბერკეტები ამ შეურაცხადი ხალხის შესაჩერებლად?! ძალიან გულსატკენი და დასანანია უმიზეზოდ ჩამქრალი ამდენი სიცოცხლე…“ – წერს თამარ ჟამურაშვილი.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close