ექსკლუზივი

ყვეყანა სადაც 300 ბავშვი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება 37 მილიონერი დეპუტატი და ყველაზე მდიდარი მერი ყავს მსოფლიოში-როგორ “კეთდება” ფული პოლიტიკაში? ყველაზე ღარიბ ქვეყანაში !!!

გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

loading...

თუმცა გამაოგნებელია ის ფაქტი რომ ქვეყანა სადაც უმძიმესი სოც და ეკონმიკური მდგომარეობა ქვეყნის მმართველობაში მილიონერი და მილარდელი მოქმედი დეპუტატები და საჯარო მოხელები ყავს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოქმედი დეპუტატების დეკლარირებულ თუ არადეკლარირებულ ბიზნესსაქმიანობაზე, ბიზნესთან კავშირსა და შეუთავსებელ საქმიანობაზე კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ფაქტობრივად, “მუდმივმოქმედმა” წევრებმა დეკლარაციის სწორად შევსება არ იციან, ან იციან და აქტივებს მიზანმიმართულად მალავენ.

ვრცელი სტატია ამ თემაზე მოამზადა გაზეთმა “კვირის პალიტრამ“, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

შევსებული დეკლარაციების მიხედვით, დეპუტატებს შორის ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს პარლამენტარებმა: კახაბერ ოქრიაშვილმა – 17.429.052 ლარი,გრიგოლ მიქელაძემ – 1.185.000 ლარი, ელგუჯა გოცირიძემ – 1.011.839 ლარი. ყველაზე მეტ კომპანიაში კი ბიზნესაქტივებს ფლობენ: ილია წულაია – 31 კომპანია; ნინო წილოსანი – 13 კომპანია; კახაბერ ოქრიაშვილი – 13 კომპანია.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას და თვითონ მართოს კომპანია, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშის მიხედვით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 9 წევრი დირექტორად არის რეგისტრირებული.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მერიკახა კალაძეა. მისი უძრავ-მოძრავი ქონება დეკლარაციის მიხედვით ასე გამოიყურება.

40 მილიონ დოლარზე მეტია. კალას სულ რაღაც 12 სახლი აქვს, 6 ბიზნესკომპანია, 5 ავტომანქანა და 3 „ჰარლი დევიდსონის“ მოტოციკლეტი, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძისგან აღებული მილიონიანი სესხები და მილიონიანი ანგარიშები უცხოურ ბანკებში. 

დედაქალაქის მერს, 2018 წელს ორი საცხოვრებელი ბინა შეუძენია, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში – ვერაზე.  კალაძემ, თბილისსში, მარო მაყაშვილის ქუჩის მესამე ჩიხში (ჩიხი #3) 258 კვ.მ და 203 კვ.მ ფართის ბინები – 928 ათას  414  და 774 ათას 875  ლარად იყიდა.

ტრენდული ბინების გარდა, მერს შეძენილი აქვს 12,5კვ.მ ფართობის სამი ავტოფარეხი, რომელთა ფასიც სამჯერ 80 ათას 184 ლარია. ძალიან რომ არ დაგაბნიოთ, ჯამში, კალაძეს ავტოფარეხებში –  240 ათას  549 ლარი აქვს გადახდილი.

2019  წელზე არანაკლებ უხვბინიანი იყო დედაქალაქის მერისთვის 2017 წელი. კალაძემ 2017 წელს თბილისსში, ვაკეში, ჭავჭავაძის N37 – ში ორი  საცხოვრებელი ბინა შეიძინა, რომელთა საერთო ფართი  200 კვ.მ-ია. იქვე შეძენილი აქვს 18.3 კვ.მ ავტოფარეხი. შეძენილი ბინების საერთო ღირებულება კი – 160 ათასი დოლარია. 

კახა კალაძე ვაკეში, 2006 წლიდან ცხოვრობს. იგი ჭავჭავაძის გამზირ N23ა-ში  ფლობს 367,6  კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც  მილიონერ მერს 71 ათას 280 ლარად აქვს შეძენილი.

პარალელურად კი,  კახა კალაძე დაბა წყენთში, გორგასლის ქუჩა N6-ში  650 კვ.მ ფართის სახლს იშენებს. დეკლარაციის მიხედვით, წყნეთის მშენებარე სახლი მას ჯერ კიდევ 2013 წელს აქვს შეძებნილი ნახევარ მილიონ ლარად. ვინაიდან  სახლის მშენებლობა დასრულებული არ არის, ბუნებრივია, მისი ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია.

მიწის ნაკვეთისა და ქონების მფლობელი კალას მეუღლე, ანუკი არეშიძეცაა. მის  მფლობელობაშია, 2017 წელს შეძენილი მიწა და ამ ნაკვეთზე მდებარე  შენობა-ნაგებობა, რისი ღირებულებაც 390 ათასი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ანუკის სახელზე კალას დეკლარაციაში სხვა ქონება არ ფიქსირდება.

თავად კახა კალაძეს კი დეკლარაციაში დაბა ბაკურიანში 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიც უფიქსირდება. თუმცა, ეს ფართი ნახევარ მილიონ დოლარად უკვე გაუსხვისებია. 

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close