ექსკლუზივი

“ყველა სასწაულ დღეში ვართ. ამას ნამდვილად არ ველოდებოდით, რომ ცხედარი არ აღმოჩნდებოდა

  • ქართველი ემიგრანტის ნინო ნარუშვილის ცხედარი, რომელიც იტალიიდან ზუგდიდში დღეს უნდა ჩამოესვენებინათ თვითვმრინავში არ აღმოჩნდა. გარდაცვლილის ნათესავები, რომლებიც ცხედარს თბილისის აეროპორტში ელოდებოდნენ აცხადებენ, რომ საბუთები ცხედრის გადმოსვენებაზე აიღეს, თუმცა თავად ცხედარი თვითმფრინავში არ იყო.

“ყველა სასწაულ დღეში ვართ. ამას ნამდვილად არ ველოდებოდით, რომ ცხედარი არ აღმოჩნდებოდა თვითმფრინავში. ვრეკავთ იტალიაში, საქართველოს საელჩოში თუმცა დღეს კვირაა და იქ არავინ არ გვპასუხობს. უბრალოდ ვითხოვთ გარკვევას სინამდვილეში რა მოხდა და პასუხი არ გვაქვს არც ერთ კითხვაზე”-ამბობს გარდაცვლილის შვილი თათია გაბიჩვაძე.

იმავეს ამბობს გარდაცვლილი ემიგრანტის დისშვილი თამუნა ოთხოზორია, რომელიც ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება. მისი განმარტებით, გადმოსვენების თაობაზე ყველა საბუთი ხელთ აქვთ, თუმცა ცხედარი ძებნის შემდეგაც არ აღმოჩნდა თვითმფრინავში, რომელიც ნეაპოლიდან თბილისში რამდენიმე საათის წინ დაეშვა.

loading...

“არ ვიცი სინამდვილეში რა და როგორ მოხდა, თუმცა ფაქტია, რომ დეიდაჩემის ცხედარი თვითმფრინავში არ აღმოჩნდა. თავდაპირველად გვითხრეს, რომ თვითმფრინავი უნდა დაიცალოს, რომ ვიპოვოთ ცხედარიო, თუმცა ეს მცდელობაც ამაო აღმოჩნდა. სანუთები კონვერტით მოვიდა ნინო ნარუშვილზე, თუმცა იგივე კოდით ცხედარი თვითმფრინავში არ აღმოჩნდა”-ამბობს გარდაცვლილი ემიგრანტის ნათესავი.

საბოლოოდ ირკვევა, რომ იტალიიდან წამოსული ავიარეისი თურქეთში დაეშვა. თურქეთიდან სამშობლოში სხვა რეისით უნდა გადმოესვენებინათ ცხედარი, თუმცა საბუთები ჩადეს და თავად ცხედარი კი თურქეთში დარჩათ.

გარდაცვლილის ნათესავები ამ წუთებში არკვევენ, თუ რა გზებით შეიძლება ცხედარი სამშობლოში გადმოასვენონ. აეროპორტის ადმინისტრაცია მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის, რადგან ჩამოსვენებაზე პასუხისმგებელი ისინი არ არიან. მომდევნო რეისი თურქეთიდან ხუთშაბათს უნდა განხორციელდეს, თუმცა ჭირისუფალი ცხედრის გადმოსვენებას უფრო ადრე, სარფის საბაჟოს გავლით ითხოვს.

“თვეზე მეტია დედის ცხედარს ველოდებით და ამას ვერ მივაღწიეთ. ჩვენი მოთხოვნაა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხერხდეს მისი გადმოსვენება. დახმარებას ვთხოვთ საგარეო უწყებას და საქართველოს ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა, რადიკალურ ზომებს მივმართავთ”-აცხადებს გარდაცვლილის შვილი.

ცნობისთვის, ქართველი ემიგრანტი ნინო ნარუშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ იტალიის ქალაქ ბარში 4 ივნისს გარდაიცვა

stv.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close