ექსკლუზივი

„ყველამ რომ პირბადით იაროს არ არის რეკომენდირებული“ – ექიმ-ინფექციონისტის რჩევები კორონავირუსისგან დასაცავად

ახალი კორონავირუსის გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, „მთავარი მიზეზი არ არის ის, რაც ხდება ჩინეთში, არამედ ის, რაც ხდება სხვა ქვეყნებში”. ჩინეთში დაღუპულთა რაოდენობა 213-ს შეადგენს, ხოლო დადასტურებულმა შემთხვევებმა 9,692-ს მიაღწია. ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები 19 ქვეყანაშია დადასტურებული, სადაც, საერთო ჯამში, დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

loading...

ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საქართველოში აფასებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კორონავირუსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც მხოლოდ ჩინეთისთვის იყო, დღეს მთელ მსოფლიოზე გავრცელდა”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ აფასებს. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. „ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ეპიდემია შესაძლოა, გავრცელდეს უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში. თანაც, კორონავირუსი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო რისკს წარმოადგენს, რომელიც კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს.

ახალი კორონავირუსისგან პირბადეები ვერ დაგვიცავს. როგორც ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან” ამბობს, პირბადით შეიძლება იაროს მხოლოდ დაინფიცირებულმა ადამიანმა, რომ მის გარშემომყოფები დაინფიცირებისგან დაიცვას. ამ შემთხვევაში აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა.

„უსაფრთხოების ზომები ისევე უნდა გავიზიაროთ, როგორც დანარჩენმა მსოფლიომ. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჯერჯერობით ჩვენთან რისკი მაღალი არ არის, რადგან შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აუკრძალავს მოგზაურობა, – ამ დონის უსაფთხოებამდე არ არის სიტუაცია მისული, რადგან ზოგჯერ მოგზაურობაც იზღუდება.

„რაც შეეხება ზოგადად უსაფრთხოების ზომებს და პრევენციას, კორონავირუსის პრევენცია არაფრით განსხვავდება სხვა სასუნთქი გზების ვირუსისგან, რადგან ახლა ეპიდემიური სიტუაციაა, განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება პირადი ჰიგიენის საკითხებზე, როგორიც არის ძალიან ხშირი ხელის დაბანვა და მაქსიმალურად მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, თუ ამის აუცილებლობა არ არის, თუნდაც, მოგზაურობასაც.

„რაც შეეხება პირბადეს, უფრო მეტად განკუთვნილია იმისთვის, რომ ინფიცირებულმა დაიცვას გარშემომყოფები, ანუ, არ გაიფრქვეს მისი სასუნთქი გზებიდან ამოსული წვეთები. ის, რომ ჩვენ მუდმივად პირბადე გვეკეთოს იმ მიზნით, რომ არ დავინფიცირდეთ, ეს არ არის ჩვენება, რადგან ძალიან მოუხერხებელია, ანოტივებს ამ პირბადეს და მაშინ ძალიან ხშირად უნდა იცვალო, თანაც, დაცვის მექანიზმიც ძალიან მაღალი არ არის. დღეს ჩვენ სიტუაციაში, საზოგადოებაში არ არის ეს რეკომენდირებული, რომ ყველამ პირბადით იაროს,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ცნობისათვის, ვირუსულმა პნევმონიამ, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული, გასული წლის დეკემბერში, ქალაქ უხანში იფეთქა, სადაც დღეს უკვე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინია გამოცხადებული. დაავადება უკვე ჩინეთის თითქმის ყველა რეგიონს მოედო. ვირუსი19 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის, უკრაინაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, კანადაში, იტალიაში და ფინეთში.

resonancedaily.com

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close