სამართალი

ქყვეყნის ძარცვა გრძელდება-გატაცებული პენსიონერების 70 ათასი ლარი და ქვეყნიდან გაქცეული “ქართული ოცნების” კოორდინატორის შვილი-რა სქემით მოიპარეს პენსიონერების კუთვნილი 70 ათასი ლარი ზუგდიდში

დიდი ოდენობით პენსიონერების კუთვნილი  თანხის მითვისების სქემა ზუგდიდში  და დაკავებული ხუთი ადამიანი, რომელთა შორის ქალებიც არიან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ „ლიბერთი ბანკის“ 4-მა ყოფილმა თანამშრომელმა  და ერთმა  მოქალაქემ თაღლითურად 71 972 ლარის ოდენობის თანახა მიითვისეს. 

loading...

გავრცელებული ინფორმაციით კი კრიმინალურ საქმეში “ქართული ოცნების” კოორდინატორის შვილი, ბაჩანა ჯაფარიძეც  ფიგურირებს.  ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით მან ქვეყნის სასზღავარი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელმაც, რომელიც ამ საქმეში მთავარი ფიგურანტია. 

“ოცნების” კოორდინატორი და მიმალვაში მყოფი პირის მამა თამაზ ჯაფარიძე მომხდარის შესახებ არ საუბრობს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ის ცილისწაამების მსხვერპლია. 

ერთ-ერთი წყარო კი „რეზონანსს“ უყვება, რომ დაკავებული 4 პირიდან „ლიბერთი ბანკის“  ყოფილი თანამშრომლები არიან და ამ დანაშაულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს, თავად ბანკმა მიმართა.  ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე,  ხელი  დევნილთა შემწეობასა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე მიუწვდებოდა. გარდაცვლილი ადამიანების შესახებ, რომელთა მონაცემების გადაგზავნა არ ხდებოდა, მათზე დარიცხულ თანხებს ითვისებდნენ. 

„ჩვეულებრივი სქემაა, 4 არის ბანკის ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც გარდაცვლილი პენსიონერების და დევნილების თანხებს ითვისებდნენ. სქემა კი ასეთია, რომ ადამიანის გარდაცვალების შესახებ განცხადების გაკეთება არ ხდება და ის ისევ როგორც ცოცხალი ადამიანი ისე ირიცხება. მათ აგარიშზე ჩარიცხულ თანხას და პენსიას კი  ეს ადამიანები იღებდნენ. ამბობენ, რომ საქმეში „ოცნების“ კორდინატორის შვილიც არის, რომელიც ბანკში მუშაობდა. ასევე  სპეცოპერაციამდე ამ ჯგუფის ხელმძღვანელმა ქვეყანა დატოვა“, – აცხადებს „რეზონანსთან“ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

ზუგდიდში, მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრებისთვის 5 პირის დაკავების საკითხზე კი ფინანასთა სამინისტრო შემდეგ  განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთ–ერთი საბანკო დაწესებულების მომართვის საფუძველზე, ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთ – ერთი საბანკო დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე,  ხელი მიუწვდებოდათ დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე.

უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მოიძიეს, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა ანგარიშები, რომლებზეც ნაშთის სახით განთავსებული იყო გარკვეული ფულადი თანხები, საერთო ჯამში – 71 972 ლარის ოდენობით,  რაც სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით, მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხეს და შემდგომ გაანაღდეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.  ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების მხილების მიზნით”,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.   

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close