ექსკლუზივი

“ქორწილიდან მოდიოდნენ და ეს ტრ აგედია მოხდა…” – უმძიმესი ტრ აგედია დატრიალდა, დაღუპულები ახალგაზრდები არიან

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს მკვიდრები, ზურა აივაზაშვილი და თორნიკე წველებაშვილი არიან.

loading...

სოფელ სანიორეში თელავის მერის წარმომადგენლის, რამინ მელიქიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილები კლასელები იყვნენ.

„35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, წესიერი, უწყინარი ბიჭები იყვნენ. ქორწილიდან მოდიოდნენ. გარდაცვლილებიცა და მძღოლიც მეზობლები არიან, მძღოლი მძიმედ არის,“- განაცხადა მელიქიშვილმა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ერთი მძიმედ დაშავდა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close