ექსკლუზივი

ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო პატრულმა ცოლ-ქმარი დააკავა -საკარანტინო სივრცეში 10 დღე იმყოფებოდნენ შემდეგ არ დაემორჩილნენ თვითიზოლაციის წესს

ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო ორი პირი, აჭარაში არსებულ საკარანტინო სივრცეშიგადაიყვანეს.

loading...

აღნიშნული პირების საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

„ეს ადამიანები არიან გერმანიიდან ჩამოსულები. ორი პიროვნება ერთი ოჯახიდან, რომლებმაც დაარღვიეს თვითიზოლაციის პირობები. ისინი გარეთ შენიშნა საპატრულო პოლიციამ, საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფმა კი გადაიყვანა ბათუმში, საკარანტინო სივრცეში. 10 დღე იმყოფებოდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში, რადგან თავს კარგად გრძნობენ, ჯანმრთელად ჩათვალეს თავი და არ დაემორჩილნენ თვითიზოლაციის წესს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეში“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close