ექსკლუზივი

ფიზიკური დაპირსპირება ზედამხედველობის დეპარტამენტში-განყოფილების უფროსმა თანამშრომელს პისტოლეტის ტარი ჩაარტყა -გამქარალი მილიონები და წილების გადანაწილება-რა ხდება საქართველოში?

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო მორიგ სკანდალში ეხვევა.

loading...

როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, ვინმე ნუკრი სორდიამ, პისტოლეტის ტარი ჩაარტყა თავის თანამშრომელს. დაზარალებულს სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ ბიზნეს-წილების გადანაწილება იყო. ჩართულია მთელი უწყება, რათა პრესაში არ მომხდარიყო ინფორმაციის გაჟონვა. “თაიმერმა” დაზარალებულის ვინაობის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, მაგრამ შესძლო იმის გარკვევა თუ ვინ იყო დაზარებულის მეწყვილე. ეს არის გიორგი (გია) ლაგვილავა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ უწყებაში. ეს ის უწყებაა, სადაც ფულის გათეთრების თავისებური სქემა არსებობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, „სანამ იარსებებს ხე-ტყე, იარსებს კორუფციაც“.

ეს არის ის სფერო, სადაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რბილად რომ ვთქვათ, გარღვევა აქვს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამ სტრუქტურაში სკანდალურ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაზედაც „თაიმერი“ ადრე იტყობინებოდა.ამ უწყებაში მომხდარი სკანდალის გამო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ბაკურ გულუამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ “თაიმერი” ექსკლუზიურად წერდა. ბაკურ გულუა თანამშრომელებს აიძულებდა ერთმანეთის მაკომპრომატირებელი ვიდეოჩანაწერების გაკეთებას, რასაც თანამშრომელების უარი მოჰყვა. როგორც წყარო აცხადებდა, ასეთი ვიდეოჩანაწერები კეთდებოდა, თუმცა გულუამ თანამშრომლების სრული “დამონება” გადაწყვიტა, რამაც ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოში “აფეთქება” გამოიწვია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიის თანამშრომელებმა აღნიშნული ინფორმაცია ზემდგომი ორგანოს ხელმძღვანელს, საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს პაატა ბატიაშვილს მიაწოდეს. ბატიაშვილის თანდასწრებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ბაკურ გულუას ჯერ კაბინეტის კარი აუჭედეს, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.ყოფილმა მინისტრმა არ დააყოვნა და ბაკურ გულუა, რომელიც ქართულ ოცნებაში “ნაცების” „პორტირებით“ იყო დაკავებული, უვადო შვებულებაში გაუშვა“. საინტერესოა რა მოხდება ამჯერად?

“თაიმერი”

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close