ექსკლუზივი

უმძიმესი ფაქტის ამსახველი ფოტოები.ოკუპირებული ცხინვალის ციხეში წამებით მოკლული ინალ ჯიოევი. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა-რა ხდება ამ წუთებში ე.წ სამხრეთ ოსეთში?

უმძიმესი ფაქტის ამსახველი ფოტოები.

loading...

ცხინვალში არაადამიანური წამების შედეგად მოქალაქე მოკლეს.

ინალ ჯაბიევი რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შსს მინისტრზე თავდასხმისთვის დააკავეს.

დღეს კი მისი ცხედარი ადგილობრივ პროზექტურაში ამ მდგომარეობაში მიიტანეს.

შედეგად, გაღიზიანებული მოქალაქეების ნაწილმა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა.

 წამებით მოკლული ინალ ჯიოევი.
მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა

ბიბილოვმა ე.წ. “მთავრობა” დაითხოვა.

ფოტოებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკიდურესი დაძაბულობა ცხინვალში მას შემდეგ დაიწყო, რაც  წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებული, ინალ ძაბიევი, სავარაუდოდ, ცემის დროს მოკლეს.

ძაბიევის ოჯახი ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ. ერთერთი ვერსიით, დაკავებული შეუძლოდ საპირფარეშოში გახდა. მილიციის თანამშრომლებმა მისი დახმარება სცადეს, გამოძახებული იქნა ასევე, სასწრაფო-სამედიცინო სამსახური , თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ე.წ სამხრეთ ოსეთში, ცენტრალურ მოედანზე  ასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც მათთან შესახვედრად მისულმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, ე.წ შს მინისტრი, იგორ ნანიევი თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა და პროკურატურაში მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სასწრაფოდ მთავრობის საგანგებო სხდომაც მოიწვია და შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი დაკავებული თანამდებობიდან გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ყველა დაისჯება, ვინც დამნაშავეა ჯაბიევის მკვლელობის საქმეში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში მიმდინარეობს საგანგებო სესია, რომელზეც ოკუპირებული რეგიონის მთავრობის და გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხი განიხილება ​.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სეპარატისტული რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა.

ცხინვალელები, რომლებიც კარგა ხანია უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავენ ბიბილოვისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ, ამ დრომდე რჩებიან ქალაქის მთავარ მოედანზე.

ბიბილოვის სპეციალური განკარგულებით, სამოქალაქო აქტივისტის, ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს.

ინფორმაციისთვის, სამოქალაქო აქტივისტი ინალ ჯაბიევი ორ მეგობართან, ნიკოლოზ ცხოვრებოვთან და გერსან კულუმბეკოვთა ერთად თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის მომზადებისთვის ეჭვმიტანილად ცნეს და რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს მისი ძმაც. 28 აგვისტოს, 14 : 21 საათზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურ პროკურატურაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საავადმყოფოში გადმოყვანილია უგონო მდგომარეობაში მყოფი ნანიევი სხეულის მძიმე დაზიანებებით. რამდენიმე საათში ნანიევი გარდაიცვალა.

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები ნანიევისა და ლალიევას გადადგომას გასული წლის სექტემბერშიც ითხოვდნენ. საქმე ეხებოდა, კოლონიაში მყოფი პატიმრებისადმი სასტიკ მოპყრობას. ბიბილოვის ხელისუფლება მაშინაც უარყოფდა ძალადობას, თუმცა სოციალური ქსელებში გავრცელებული ვიდეოები ფაქტს ადასტურებდა. ამის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევას, და შსს მინისტრის, იგორ ნანიევის, იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდა, თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის ჩარევის შემდეგ ისინი გადაყენებას გადაურჩნენ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close