ექსკლუზივი

უკვე მოისმინე, რომ მღვდელია ინფიცირებული,ასევე დღეს ვიგებთ, რომ საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. 24 საათში 30 ინფიცირებული. თან ერთ-ერთი კლასტერის წყარო უცნობია

მხოლოდ ფაქტებს დავწერ.

loading...

1. გუშინ შეხვედრა იყო საპატრიარქოში. ნუ, მოვისმენთ, რა პასუხითაც გამოვიდნენ იქიდან. არ დავასწრებ მოვლენებს.

2. დღეს გაირკვა, რომ მღვდელია ინფიცირებული

3. ასევე დღეს გაირკვა, რომ უცებ 30 ინფიცირებული გვყავს ერთ დღეში, რაც აქამდე არ მომხდარა.

4. ასევე დღეს ვიგებთ, რომ შესაძლოა, საბჭომ ზომების დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს.

5. ასევე დღეს ვიგებთ, რომ საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

24 საათში 30 ინფიცირებული. თან ერთ-ერთი კლასტერის წყარო უცნობიაო, გვეუბნებიან. ნუ გასაგებია. აზრებს მიჰყავხარ ტაძრებთან, თან აგერ უკვე მოისმინე, რომ მღვდელია ინფიცირებული. მოკლედ, რისი თქმა მინდა, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ეს მოლაპარაკებები საცოდაობა რომ არის, ვხედავთ, ამასთან, კიდევ სხვა საკითხია აქ მნიშვნელოვანი – ხომ არ იმართება სტატისტიკა ხელოვნურად ? განა ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ სასულიერო პირებშიც იქნებოდნენ ინფიცირებულები ან ტაძრების კლასტერებიც გაჩნდება. რასაკვირველია, ეს მოსალოდნელი იყო. უბრალოდ, ეჭვი ჩნდება, მიმდინარე საჭიროებების მიხედვით ხომ არ ვიგებთ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ? მღვდლის ამბის გამხელა ცოტა ხომ არ დაგვიანდა ? საპატრიარქოსთან მოლაპარაკებების პროცესში სტატისტიკა ხომ არ შეყოვნდა ან ტაძრების კლასტერზე ინფორმაცია ხომ არ დაიმალა შემთხვევით ? რატომ უცებ 30 ინფიცირებულით მატება თუ წინა დღეებში რადიკალურად ნაკლები იყო ? რა ვიცი, მაინც ვთქვი რა. ჩემთვის ვფიქრობ.

ვახო სანაია

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close