ექსკლუზივი

ტრანსგენდერები ეკლესიას მადლობას უხდიან.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, ეკლესია პირველადი აუცილებლობის პროდუკტებით ტრანსგენდერ 27 ტრანსგენდერს დაეხმარა. აღნიშნულ “კეთილი ნების” აქციას კურირებდა და შუამავლობას ქალბატონი ნატა ფერაძე უწევდა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ერთ ერთი ტრანსგენდერი ქალი დიკო ჯოჯუა: -მინდა მადლიბა გადავუხადო აფსოლუტურად ყველას, ვინც ფუნდაც ერთი თეთრით დაგვეხმარა.

loading...

ჩემი და ჩემი თემის წევრების მადლიერება უსაზღროა. განსაკუთრებული მადლიბა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნატა ფერაძეს, რომელიც ბოლო დროს განვითარებული ლამის “აპოკალიპტური” პირველივე დღეებიდან ჩვენს გვერდით იდგა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ. მადლობას ვუხდი ეკლესიას, რომელიც მართლა იმ პრინციპით მოიქცა, რასაც ჰქვია ქრისრიანობა, ვინაიდან ქრისტიანობა სხვა არაფერია, თუა არადა სიყვარული. მადლობას ვუხდი ქალბატონ მაია ასათიანს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი და ყველანაირად გვერდში დაგვიდგა. მადლობას ვუხდი სხვა და სხვა აქტივისტს, პოლიტიკოსს თუ რიგით მოქალაქეს, რომლებმაც მართლა საოცარი სითბო და თანაგრძნობა გამოხატეს ჩვენს მიმართ. მომიტევეთ, რომ ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა ასევე მინდა შევეხო ბატონ გიორგი გახარიას მრჩეველს, ქალბატონ ლელა აკიაშვილს, რომელიც მართლა ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულით განეწყო ჩვენს მიმართ და გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი თემის ყველა წევრს და ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინაიდა ისედაც უმძიმესი ყოფის მიუხედავად არ გატყდნენ და არ გაბოროტდნენ. მადლობას გადავუხდი ცალკე მადონა კიპაროიძეს, ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც თბილისო მერიასთან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. მინდა მას ჯანმრთელობა ვუსურვო და ყველა იმ ოცნებების, მიზნების მიღწევა, რომლებზეც სულ ოცნებობდა და ბოლო დროს ეს მედიის საშუალებითაც გვესმის. და ბოლოს! მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ჩვენ, ტრანსგენდერი ქალები არ წარმოვადგენთ საფრთხეს არავისთვის. ჩვენ ვართ ერთ-ერთი თქვენგანი, რომლებსაც სიყვარული ოდნავ სხვანაირად, ჩვენებურად და შესაძლოა ხშირ შემთხვევაში მეტადაც შეგვიძლია. შესაძლოა ვიღაცამ ჩაიაროს მაგრამ ჩვენი თემის წევრი ქუჩაში, გაჭირვებულ ადამიანს გულცივად არასდროს ჩაუვლის. განსხვავებული ყოველთვის მიუღებელი იყო მაგრამ ჩვენი განსხვავება სწორედ ჩვენს ზედმეტად მგრძნობიარე სულშია და ამისთვისაც ბოდიში. გვიყვარდეს ერთმანეთი და ვერავინ, ცერაფრით და ვერანაირი ძალით ვერ დაგვამარცხებს. გფარავდეთ უფალი, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. განაცხადა ჩვენთან საუბრისას ტრანსგენდერმა ქალმა დიკო ჯოჯუამ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close