ექსკლუზივი

ტრაგედია ქვახვრელში-ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ავტოსაგზაო შემთხვევას 42 წლის ლერი სადაღაშვილი ემსხვერპლა.

loading...

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ლერი მართავდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.

ლერი სადაღაშვილს ,,მწვანე ბარათი” ჰქონდა მოგებული და ბოლო პერიოდში ამერიკაში ცხოვრობდა. საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ დაბრუნდა და სამი კვირა საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საკუთარ სახლში, სოფელ ქვახვრელში დაბრუნდა.

ავარიამდე მამაკაცი საკუთარ ოჯახში ქეიფობდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კი საჭესთან დაჯდა და გარეთ გამოვიდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close