ექსკლუზივი

ტრაგედია იმერეთში: ქალს საკუთარი შვილი შემოაკვდა

ტრაგედია იმერეთში – 25 წლის წინ ქალს საკუთარი შვილი შემოაკვდა, გუშინ კი მეორე შვილი შვილიშვილმა მოუკლა ინფორმაციას ამის შესახებ ,,პრაიმტაიმი” ავრცელებს 

loading...

„რა უცნაური და მძიმე კარმა აქვს ამ ქალს…

ჯერ თავად მოკლა შვილი, ახლა შვილიშვილმა მოკლა მისი მეორე შვილი“, – ამბობენ ადგილობრივები იმერეთის რეგიონში მომხდარ მკვლელობაზე.

როგორც ცნობილია, 60 წლის მამაკაცი გუშინ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საკუთარმა შვილმა მოკლა.

„ბიჭის ძმას ჰქონია დაბადების დღე და დამთვრალა. სიმთვრალეში კი ცუდი წესი ჰქონდა – ცოლს ეჩხუბებოდა ხოლმე. ამიტომ ძმამ და ოჯახის წევრებმა ურჩიეს, ცოლის სახლში არ წასულიყო. ძმამ რომ ვერ გააშველა დაურეკეს მამას და დედას გასაშველებლად. სწორედ, ამ გაშველების დროს მოხდა ეს ტრაგედია”, – უყვებიან „პრაიმტაიმს“ ადგილობრივები.

ამ ოჯახში გუშინ მომხდარი ტრაგედია პირველი არ გახლავთ. 1990-იან წლებში მომხდარი ეს ისტორია ქალაქში ყველას ახსოვს. შვილის მიერ გუშინ მოკლული მამაკაცის მეუღლეს, დაახლოებით 25 წლის წინ საკუთარი ქალიშვილი შემოაკვდა. ითქვა ისიც, რომ ქალმა შვილი განზრახ მოკლა, ოჯახში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close