ექსკლუზივი

“ტვ პირველის”ს კ ა ნდალური ექსკლუზივი-სასულიერო პირებს შორის კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო, მოგვიანებით პოლიციასა და მამა დავითს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

რუის–ურბნისის ეპარქიაში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ვინაიდან ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განსხვავებით სხვა შემთხვევებისა, მომხდარზე არ საუბრობს, “ტვ პირველი” ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ანსაჯაროებს. კერძოდ, წყაროს ცნობით, მამა დავით აქიაშვილი, რომელმაც აღდგომის დღეს სავარაუდოდ, არქიმანდიტრ საბა ჟღენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ამ დროისთვის თავისუფალია: ის ეპარქიაში დღეს გამოჩნდა და ამჟამად ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი მონასტერთან ახლომდებარე ხეობაში – ფერმაში იმყოფება. რის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება, უცნობია.

loading...

ამავე წყაროს ცნობით, სასულიერო პირებს შორის კონფლიქტი აღდგომის დღესასწაულზე გაშლილ სუფრაზე დაიწყო, ამ სუფრაზე იმყოფებოდნენ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დავით აქიაშვილი, კეთილგონიერ ავაზაკთა მონასტრის არქიმანდიტრი საბა ჟღენტი, რუის–ურბნისის მიტროლოლიტი იობი და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი.

წყარო ყვება, რომ მეუფე იობი დაპირისპირებული მხარეების დაშოშმინებას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო და საკუთარი შვილობილის – დავით აქიაშვილის ტერიტორიიდან გაძევება მოუწია. მოგვიანებით აქიაშვილი სოფელ ხვედურეთში არქიმანდიტრ საბას ჩაუსაფრდა და მის ავტომობილს მჭიდი ორჯერ დააცალა.

“ავტომობილში სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. თავად თავდასხმის ადრესატს ტყვია არ მოხვედრია, თუმცა ავტომობილის მინების ჩამსხვრევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მკლავის არეში მიიღო, თავად მამა დავითი მიიმალა და შემდეგ პოლიციას მისი დაკავება სროლის თანხლებით უწევდა – პოლიციასა და მამა დავითს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა”,– უყვება “ტვ პირველს” ერთ ერთი თვითმხილველი და დასძენს, რომ ინციდენტს მრავლად ჰყავს თვითმხილველები.

სასულიერო პირები ინციდენტზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან, არქიმანდიტრ საბას ნათესავი, დეკანოზი ნიკოლოზ კობახიძე კი დაპირისპირების არსებობას არ გამორიცხავს:

“ჩვენ ციდან ხომ არ ვართ ჩამოცვენილები? ნებისმიერ ოჯახში, ნებისმიერ ეპარქიაში შეიძლება, იყოს რაღაც აზრთა სხვადასხვაობა. მათ ჰყავთ თავიანთი მღვდელმთავარი და თუ ეს არის გასაშუქებელი და გამოსატანი საზოგადოებისათვის, ამას თავიანთი მღვდელმთავარი გააკეთებს”.

თავად მეუფე საბა კი დაპირისპირებას არ ადასტურებს. ცნობილია, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარებისთვის აღძრა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close