სამართალი

ტელეფონში, შეტყობინებები ნახა, რის შემდეგაც ცოლი, შვილის, ცოლის დის და სიდედრის თვალწინ მოკლა-სოფელ ყარაჯალაში 23 წლის გოგოს მკვლელობის ახალი დეტალები

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში წუხელ მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა. მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის მამაკაცი, ხოლო მსხვერპლი 23 წლის ქალია.

loading...

მკვლელობის დეტალებზე ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

როგორც ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას განაცხადეს, ცოლ-ქმარი ბოლო პერიოდში, ერთად არ ცხოვრობდა. მამაკაცმა, ყოფილი მეუღლის ტელეფონში, შეტყობინებები ნახა, რის შემდეგაც ცოლი, შვილის, ცოლის დის და სიდედრის თვალწინ მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა დანით, ყელის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს სიდედრის ცემის ფაქტზე, 6 თვით თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა. ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close