ექსკლუზივი

ს კ ა ნ დ ა ლ ი-გახარიას გინების გამო კარანტიში მყოფი ახალგაზრდები სასამართლოში გადაიყვანეს -3000 ლარით დააჯარიმეს !!

ძმები, რომლებიც კარანტინში 8 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, ამბობენ, რომ საკარანტინო ზონაში პოლიციამ  დააკავა და სასამართლოში გადაიყვანა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა მათთვის გამოყოფილ ოთახში გიორგი გახარიასა და საქართველოს მთავრობის მისამართით შეიგინა.

loading...

მათი თქმით, ისინი საკარანტინო პერიოდის გატარებას სახლში, თვითიზოლაციაში ითხოვდნენ, რადგან შესაბამისი პირობები ჰქონდათ, სასტუმროში კი, რომელშიც მოათავსეს, ფანჯარაც არ იღებოდა.

თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნით ძმებმა პერსონალს კომპეტენტურ პირთან გასაუბრება სთხოვეს, წინაარმდეგ შემთხვევაში კი განაცხადეს, რომ შიმშილობას დაიწყებდნენ, რის გამოც საკარანტინო სივრცეში პოლიცია მივიდა.

როგორც ძმები შოთა და ირაკლი გურეშიძეები ტელეკომპანია “ფორმულასთან” ყვებიან, თვითიზოლაციაში გადასვლაზე უარი მიიღეს და ამან მათი პროტესტი გამოიწვია. ძმებმა კარანტინში დარჩენის დოკუმენტზე ხელი არ მოაწერეს, თუმცა სივრცე არ დაუტოვებიათ და მას შემდეგ, რაც ოთახში დაბრუნდნენ, ერთ-ერთმა პერმიერ-მინისტრ გახარიასა და მთავრობის მისამართით შეიგინა:

“ოთახი არ დაგვიტოვებია, მოვითხოვეთ ვინმე კომპეტენტური, ვისაც შეეძლო ამ საკითხხის გადაწყვეტა. ჩემი

მის მხრიდან მოჰყვა გხარიას მიმართ გინება, ოთახში მარტო ვიყავით. შემდეგ გაისმა კარზე ბრახუნი, კარი გავაღეთ, ტელეფონი ამოვიღე, რომ გადამეღო იმიტომ, რომ მანამდე იყო რაღაც ცრუ ბრალდებები. იმიტომ ვიღებ, რომ შემდგომში რამე არ დაგვაბრალოთ-მეთქი. შემოვარდნენ პოლიციელები, ოთხნი, დაგვაკავეს ძალადობრივად, ისე, რომ არ აუხსნიათ, რატომ გვაკავებდნენ”, – იხსენებენ ძმები “ფორმულასთან”.

მათი თქმით, ამის შემდეგ პოლიციამ ისინი ძალადობრივად დააკავა, ხელბორკილები დაადეს და 5 საათის განმავლობაში პოლიციის მანქანაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც სასამართლოში გადაიყვანეს:

“ჩაწერეს, რომ თითქოს ჩვენ შეურაცხყოფა მივაყენეთ სამედიცინო პერსონალს, პოლიციას, გამვლელებს და ავიკლეთ მთელი სასტუმრო”, – ამბობენ ისენი.

მათი თქმით, სასამართლოში პოლიციელებმაც დაადასტურეს საკუთრ ჩვენებაში, რომ ძმებს მათთვის არ უგინებიათ, თუმცა მოსამართლემ ისინი მაინც დააჯარიმა:

“დავამტკიცე სასამართლოზე, რომ იყო ტყული, პოლიციელებმაც კი აღიარეს, რომ ჩვენ არ გვიგინებია არც პოლიციისთვის, არც სამედიცინო პეროსნალისთვის და ეს ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, ვიგინეთ მთავრობას და გახარიას. მე ვუთხარი, ეს არ გამიკეთებია, მაგრამ წარსულში მქონია, როგორც საქართველოს მოქალაქეების 100%-ს, და მომავალშიც, სავარაუდოდ, თუ რამეს გააფუჭებდა, გავლანძღავდი.

ამის გამო მოსამართლემ დამიწერა მე 1000 ლარი, ჩემს ძმას 10

00 ლარი ჯარიმა” ,- იხსენებენ გურეშიძეები. ძმები ასევე ამბობენ, რომ მანამდე 3000 -3000 ლარით პატრულმა დააჯარიმა საკარანტინო წესების დარღვევის გამო, თუმცა, რაში გამოიხატებოდა ეს დარღვევა, არ იციან და ვარაუდობენ, რომ ეს საკარანტინო სივრცეში დარჩენის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარს უკავშირდება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც გაავრცელა, რომელიც ძმების ინტერესებს იცავს. საია-ში ამბობენ, რომ ძმების მოთხოვნა თვითიზოლაციაში გადაყვანაზე დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა.

ამ ყველაფრის შემდეგ ძმები 8 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მათი მოთხოვნა კვლავ თვითიზოლაციაში გადაყვანის ნებართვა იყო. მათი თქმით, საჩივრის წერილი ყველა კომპეტენტურ უწყებას გაუგზავნეს, თუმცა პასუხი არავისგან მიუღიათ. შიმშილობის შეწყვეტა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუხდათ

https://netgazeti.ge/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close