ექსკლუზივი

სუსის 3 მანქანა თამარის მანქანის უკან შემთხვევით აღმოჩნდა – პროკურატურის სკანდალური განცხადება!

გენერალური პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების

loading...

საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება გარდაცვლილის ოჯახის განცხადებას ეხმაურება გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.

საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

პროკურატურის განცხადებაში, ამ ეტაპზე არაფერია ნათქვამი, მიმართა თუ არა უკვე რომელიმე სატელიტ კომპანიას პროკურატურამ და მოიპოვა თუ არა სატელიტური ფოტოები იმ ადგილის, სადაც თამარის ავტომანქანა იპოვნეს. შეგახსენებთ, ამ ფოტოებით დამტკიცდება, იყო თუ არა მანქანა იმ ადგილას წინა დღეებში, თუ მართლაც 22 -ში გადაიყვანეს, როგორც ამას ოჯახი ამტიცებს.

სუსის სამი მანქანა ერთად რატომ მიდიოდა შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე? გამოძახება იყო? სასეირნოდ მიდიოდნენ? ყოველდღე დადიან? ყოველდღე ამ დროს დადიან?- ამ კითხვაზე პროკურატურას პასუხი არ გაუცია! არ წარმოუდგენია მასალა, არც სიტყვიერად უთქვამს, რომ გადაამოწმა და სამივე მანქანა, მართლაც სუსიდან იყო წარგზავნილი ამ ბაზაზე!

აი, ასე, მხოლოდ ის გვითხრა, რომ ეს სუსი-ს სამი მანქანა დაბოდიალობდა ქუჩებში, სულ შემთხვევით აღმოჩნდნენ თამარის მანქანის უკან, სულ, სულ შემთხვევით და მერე წავიდნენ ბაზაზე!

იმ ბაზაზევე დარჩნენ თუ სხვა მანქანებში გადასხდნენ მერე, ეგ არ ვიცით.

თამარი სად იყო, არც ეგ ვიცით, მეორე თვეა და სუს-ის გადაადგილებას დაადგენს პროკურატურა? – ვიკითხეთ, ბატონო!

კარგი იქნებოდა, სუს-საც გაეკეთებია განცხადება, რა მოხდა ისეთი 18 ივლისს ბაზაზე, რომ სამი მანქანა გააგზზავნა! მაგრამ სუს-ის სუსი არ არ ისმის ჯერ, სუს-ი სდუმს.

ალია

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close