ექსკლუზივი

სკ ანდალური ინფორმაცია რომელიც ამ წუთებში ვრცელდება-“ივანიშვილთან ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ, ბუაძე და “კაწრო” საქართველოს დატოვებას აპირებენ” – ხელისუფლების გარიგება კრიმინალთან

დაჩი ბუაძე, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების მეგობარი და ავთანდილ ბილანიშვილი იგივე “კაწრო” საქართველოს დატოვებას აპირებენ.
ამ ინფორმაციას “ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს.
“ნახალოვკის კლასტერი დაიშალა !
დაჩი ბუაძემ ,ანუ ვიცე კაწრომ თბილისი უკვე დატოვა,ბარგს ალაგებს ავთო ბილანიშვილი ანუ”კაწრო”, ისინი საქართველოს უახლოესი რეისით დატოვებენ !
მათი ხელისბიჭების ნაწილი იატაკქვეშეთში,ნაწილი ჩარჩა უპატრონოდ ციხეში !
ველოდები როდის გაახსენდებათ მერსედესი და მოყვებიან,რა მოხდა რეალურად !”
უფრო დეტალურად კი კილაძემ “მთავართან” ისაუბრა და თქვა, რომ დაჩი ბუაძე შაქარაშვილის საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, თუმცა 40 დღის შემდეგაც კი არ გამოკითხულა.

loading...

“დაჩი ბუაძის დაკითხვის მაგივრად, მე მაქვს ინფორმაცია, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილთან შედგა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების შეკრება, ის ერთ-ერთ უწყებაში დაიბარეს თუ შუამავალი მივიდა ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ავთო ბილანიშვილის, ისე დაჩი ბუაძეს, მოსთხოვეს, რომ ჯერ დატოვონ თბილისი, წავიდნენ თბილისიდან და შემდეგ, პირველივე რეისით ევროპის მიმართულებით დატოვონ საქართველო. გადავამოწმე მე ეს ინფორმაცია ბილანიშვილის მეზებლებთან და მეზობლები ამბობენ, რომ რამოდენიმე დღეა, ანუ კვირა საღამოს მერე, ავთო ბილანიშვილი აღარ გამოჩენილა სახლში, ისევე როგორც დაჩი ბუაძე თბილისში არ ჩანს, – თქვა ელისო კილაძემ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close