ექსკლუზივი

სკანდალური ინფორმაცია რომელსაც ამ წუთებში Tv Formula ავრცელებს შაქარაშვილი უგონო მდგომარეობაში მყოფი, თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს

19 წლის გიორგი შქარაშვილმა თავდამსხმელებისგან მიყენებული დაზიანებების შემდეგ გონება დაკარგა, უგონო მდგომარეობაში მყოფი კი მდინარეში ჩააგდეს – ამ ინფორმაციას ტვ ფორმულა ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანიის თქმით, წყარომ საგამოძიებო უწყებიდან მიაწოდა. მათივე ინფორმაციით, გამოძიება ამ ვერისაზე მუშაობს.

loading...

“სანდო წყაროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა დევნისა და სასტიკი ცემის დროს არაგვის ხეობაში გონება დაკარგა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილს საზარდულსა და ბოქვენის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს, კვალის დაფარვისა და არევის მიზნით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს, მისი ჩანთა კი მდინარის პირას დატოვეს”, – თქვა დავით ქაშიაშვილმა შაბათის ფორმულაში.

გუშინ, 10 ივლისს, საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა,

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

„ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“ – ნათქვამია დასკვნაში.

საქმის დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გარდაცვალების პროცესში თითქმის ფხიზელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ ყოფილა არც ნარკოტიკის და არც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close