ექსკლუზივი

სკანდალური ვიდეო-რუსთავში ცოლმა ქმარს ავტომობილი დაუმტვრია-საუბარია წყვილზე, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს სექსუალური ხასიათის ვიდეო გადაუღო და ამ ვიდეოს სანაცვლოდ მისგან თანხა აიღო

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ცოლმა ქმრის საკუთრებაში არსებული ავტომობილი რკინის ხელკეტით დააზიანა. [ვიდეო/video]

loading...

საუბარია წყვილზე, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს სექსუალური ხასიათის ვიდეო გადაუღო და ამ ვიდეოს სანაცვლოდ მისგან თანხა აიღო.

თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, “ინფო რუსთავისთვის” ცნობილი ახალი დეტალები გახდა.

დაკავებული მამაკაცის, ე.ნ-ს ად­ვო­კა­ტი ანი კე­კე­ნა­ძე საინფორმაციო სააგენტოს უყვება, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მეუღლის, 23 წლის თ.ე-ს მხრი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიზიკური ძალადობის, ფსიქოლოგიური ზე­წო­ლის, შან­ტა­ჟისა და მუ­ქა­რი­ს მსხვერ­პლი იყო.

კეკენაძის თქმით, თ.ე-ს განცხადების საფუძველზე, მამაკაცი ციხეშიც იჯდა, თავად 23 წლის ქალი კი, მამაკაცის საკუთრებაში არსებული ავტომობილი დაზიანების გამო, ამ ეტაპზეც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ქალბატონ თამარს არაერთხელ ჩაუდენია ძალადობა. მამაკაცის მეუღლეს თამარმა აჩვენა მათი ურთიერთობის ამსახველი ვიდეომასალა, რის შედეგადაც ქალბატონმა მოიკლა თავი, რომელსაც დარჩა 2 მცირეწლოვანი შვილი. ამ პერიოდის განმავლობაში, ელვარი, ასევე ცრუ დასმენით, მოხვდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ქალბატონი თამარი კვლავ აგრძელებდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ემუქრებოდა იმ ბავშვების მოკვლით, რომელიც დარჩა პირველი მეუღლისგან. ელვარსაც არაერთხელ გაუსწორდა ფიზიკურად. იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა სასამართლოები თამარის წინააღმდეგ, მან მიმართა პოლიციას და ცრუ დასმენით, კვლავ ითხოვდა, რომ დაეკავებინათ ელვარი. ამ შემთხვევაში, სასამართლომ ბატონი ელვარი გირაოს ქვეშ დატოვა თავისუფლებაში. ამ ფაქტზე გაღიზიანებულმა თამარმა, თოდრიის ქუჩაზე, ბატონ ელვარს საკუთრებაში არსებული ახალი ავტომანქანა სრულიად გაუნადგურა”, – განაცხადა ანი კეკენაძემ.

ბრალდებებს უპასუხა ახალგაზრდა ქალის ადვოკატმა ნანა ჯახუამ. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილთან დაკავშირებით წყვილს შორის კონფლიქტი ნამდვილად იყო, მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

“ნამდვილად ჰქონიათ პრობლემები, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კონფლიქტის ნიადაგზე მანქანა დაუმტვრევია მისთვის და პირობითი სასჯელი აქვს ამასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ,  მშვენიერი გეგმებიც დააწყვეს ბოლოს”, – განაცხადა ნანა ჯახუამ.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ავტომობილის დაზიანების ფაქტზე მამაკაცმა მეუღლეს უჩივლა, ამიტომაც, ჯახუა ეჭვობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქალის მხრიდან ადგილი ექნებოდა შანტაჟს, ე.ნ. აუცილებლად მიმართავდა პოლიციას.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close