ექსკლუზივი

სკანდალი-რუსეთში, მომხდარი მკვლელობების შეკვეთის ბრალდებით დააკავეს ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, ანატოლი ბიკოვი. გავა თუ არა, გამოძიება ივანიშვილზე?

რამდენიმე დღის წინ, რუსეთში, 90-იან წლებში მომხდარი მკვლელობების შეკვეთის ბრალდებით დააკავეს ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, რუსი განგსტერი და ბიზნესმენი, ანატოლი ბიკოვი.
მკვლელობები, რომლის შეკვეთასაც გამოძიება ბიკოვს ედავება, მომხდარია იმ წლებში, როდესაც ივანიშვილი მისი ბიზნესპარტნიორი ან მოკავშირე იყო ალუმინის სისხლიან ბიზნესში.
ვინც არ იცის,

loading...

მათთვის, რუსეთში ალუმინის ბიზნესი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სფეროდ, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა (ოთარ კვანტრიშვილის ჩათვლით).
ივანიშვილი კი, ალუმინის ბიზნესში, კერძოდ, კომპანია “კრაზაში”, ბიკოვის დახმარებით, 48 პროცენტს ფლობდა, რომელიც როგორც მასვე აქვს ნათქვამი, მოგვიანებით 20-მაგ ფასად გაყიდა. ხოლო ბიკოვი გადააგდო…
საინტერესოა, გავა თუ არა, გამოძიება ივანიშვილზე? და თუ გავა, ხომ არ გამოიყენებს, ბიკოვის დაკავებას, პუტინის რეჟიმი იმისათვის რომ 2020 წლის არჩევნების წინ ივანიშვილი ბოლომდე დაიქვემდებაროს?
ცხადია, პუტინს სხვა ბევრი ბერკეტიც ექნება ივანიშვილზე გავლენის მოსახდენად, თუმცა, მკვლელობების შეკვეთა მაინც სხვა ლეველია.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close