ექსკლუზივი

სკანდალი-თუ 10 ლარზე მეტი ხელფასი დაგერიცხათ, მთავრობისგან კომპენსაციას ვერ მიიღებთ

თუ 10 ლარზე მეტის ხელფასი დაგერიცხათ, მთავრობისგან კომპენსაციას ვერ მიიღებთ. აღნიშნული შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, სადაც წერია, რომ „კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს“.

loading...

როგორც Bm.ge-მ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, აქამდე თუ დასაქმებულს თვის განმავლობაში მინიმალური თანხა მაინც ერიცხებოდა, ის კომპენსაციას ვერ იღებდა; ცვლილებების შემდეგ კი, მაქსიმუმ 10 ლარის ჩარიცხვა ხელისშემშლელი ფაქტორი არაა,  მაგრამ თუ მოქალაქეს 10 ლარზე მეტი ოდენობის ხელფასი ჩაერიცხა, ის 200-ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებს.

გარდა ამისა, როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს (რაც უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი სსკ-ის 154-მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით) და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.

აღნიშნულ დადგენილებაში შესული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისში პირზე ფიქსირდება ხელფასის გაცემა, მაგრამ ივნისსა და შემდგომ თვეებში ადგილი არ ჰქონია ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვას.

შემოსავლების სამსახურის სრულ განცხადებას გაეცანით ბმულზე.

bm.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close