ექსკლუზივი

სკანდალი-ვინ არის “ოცნების”მაღალჩინოსნის ვაჟი რომელიც ყაჩაღობის მუხლით დააკავეს ც

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარისა და ”ქართული ოცნების” ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსის ბესიკ ტაბიძის ვაჟი ყაჩაღობის მუხლით დააკავეს.

loading...

შემთხვევა გუშინ ბათუმში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახო ტაბიძე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს თავს დაესხა, ჯიხურის მფლობელს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო და ადგილიდან მიიმალა.

დღეს ბესიკ ტაბიძე საკრებულოში არ იმყოფებოდა, თანამშრომლების განცხადებით თავმჯდომარემ  დღეს ორდღიანი შვებულება აიღო. მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ არც ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში. 

ბესიკ ტაბიძის მეუღლის განცხადებით კი, ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსი თავს შეუძლოდ გრძნობს და კომენტარს მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებს.

ვახო ტაბიძეს დადებითად ახასიათებენ მეზობლები, მათი თქმით დაკავებული წესიერი და კარგი ახალგაზრდაა და მათთვის მომხდარი უსიამოვნო მოულოდნელობაა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

https://guria.tv/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close