ექსკლუზივი

სკანდალი-“ახალი შემთხვევების რაოდენობის ხელოვნური მანიპულირება მარტივადაა შესაძლებელი” – ზურაბ გურული საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას ეხმაურება

ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა აუცილებელია და მათი არსებობა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან რაოდენობის ხელოვნული მანიპულაცია შესაძლებელია.

loading...

 არავისი აღარ გვჯერა – აცხადებს აღშფოთებული საზოგადოება. აწი, გადავხედოთ წინა სამი თვის მოსაზრებებს, რომელი ექსპერტი რას ამბობდა და რამდენად შეესაბამებოდა მათი წინასწარმეტყველებები სიტუაციის რეალურ განვითარებას და ვინც ყველაფერს ააცდინა, იმათ ნუღარ დავუჯერებთ. ფრიად მარტივია.
რაც შეეხება ახალი შემთხვევების დაფიქსირებას. ეს ახალი შემთხვევები სულ გაჩნდება აქა-იქ, სანამ ვირუსი თვითკონტროლის ვიწრო ჩარჩოებში არ მოექცევა; თანაც, მათი რაოდენობის ხელოვნური მანიპულირება მარტივადაა შესაძლებელი კონტროლირებადი ტესტირებით. ამიტომ, ის კი არ არის მთავარი, თუ რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება, არამედ ის, თუ რა რაოდენობით დაფიქსირდება მძიმე შემთხვევები. მხოლოდ მაგ სტატისტიკას აქვს არსებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობა, დანარჩენს ვერც ვერავინ დაითვლის და რომც დაითვალოს, სისულელეა, გამოუყენებელი ინფორმაციაა სრულიად. შეგახსენებთ, ერთადერთი ამოცანა, რომელიც მკაცრ ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს უნდა გადაეჭრა, იყო ის, რომ ქვეყანათა ჯანდაცვის სისტემები ისე არ უნდა დატვირთულიყო, რომ მათ ინტენსიურ განყოფილებებს მოწოლილი ნაკადისათვის ვერ გაეძლო. შესაბამისად, ამ ამოცანის კონტროლი მხოლოდ ერთი სტატისტიკის მიხედვით უნდა მოხდეს და ეს სტატისტიკა ახალი მძიმე შემთხვევების რაოდენობაა. მეტი არაფერი!
როდესაც საზოგადოება არ ითხოვს ლოგიკას საკუთარი ექსპერტებისაგან, რჩება “მეექვსე გრძნობისა” და “გონიერი პოლიტიკოსების” ამარა. ასეთია რეალობა, ნებისმიერ ქვეყანაში, შესაბამისი შედეგებით.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close