ექსკლუზივი

სკანდალებით ცნობილი “ოცნების” დეპუტატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს-:”თუ 78 000$ მანქანაში გადავიხადე ჩემი შრომით ვიყიდე, მაგრამ…”

გუგული მაღრაზე საზოგადოებას მიმართავს თუ როგორ შეიძინა ძვირადღირებული მანქანა…

“თუ 78 000$ მანქანაში გადავიხადე ჩემი შრომით ვიყიდე, მაგრამ ეს ინფორმაცია ტყუილია, არანაირი მანქანა არ არსებობს და ეს ტყულია, რომელიც ჭორად აგორდა და საზოგადოება მოიცვა.”

loading...

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ფეისბუქი გვერდზე გუგულის ახალი მანქანის ფოტოები გავრცელდა.

ქართულმა ოცნებამ დეპუტატ გუგული მაღრაძეს რამდენიმე წლიანი, შრომა დაუფასა და ბიუჯეტის ფულით “პრადოს ჯიპით”დაასაჩუქრა. უმძიმესი კრიზისის ფონზე, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ მშიერი ხალხისგან ნაძარცვი ფულით 78 000$ ახალი მანქანა შეიძინა.

პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, 2017 წლის 29 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით, შპს „მანას“ 40 000 აშშ დოლარი ასესხა. სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით გაფორმდა, თუმცა თანხის გასესხების პირობები დეკლარირებული არ არის.

გუგული მაღრაძე მესამე მოწვევის პარლამენტარია. იგი იყო 2004 – 2008 წლების, 2012 – 2016 წლებისა და მოქმედი პარლამენტის წევრი. დღეისთვის მას პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია უკავია. 

პარლამენტარის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2016 წელს გუგული მაღრაძის, როგორც პარლამენტის წევრის ხელფასი ჯამში 56 103 ლარი იყო (თვეში 4675 ლარი), პედაგოგიური საქმიანობიდან კი 17 418 ლარი მიიღო. 

გუგული მაღრაძის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, მას ამ პერიოდში საბანკო ან კერძო სესხი არ აუღია, შესაბამისად, გასესხებული თანხის მიღების წყარო მითითებული არ არის. 

„რეგინფო“ წერდა, რომ ბიზნესკომპანიებზე პროცენტიან სესხებს პარლამენტის არაერთი წევრი გასცემს. მაგალითად, დიდუბის საარჩევნო ოლქიდან არჩეულ მაჟორიტარს ივლიანე წულაიას 13 კომპანიაზე გასესხებული აქვს 9 600 000 აშშ დოლარი, საიდანაც 2017 წელს შემოსავლის სახით 1 140 086 აშშ დოლარი, 132 969 ევრო და 502 950 ლარი მიიღო

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close