ექსკლუზივი

სიტყვები არ მაქვს რა ვთქვა და რა დავწერო ძმაო-ვინ არის ქუთაისში ავტოავარიისას ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა (+ფოტო)

ქუთაისში, დღეს აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

loading...

გარდაცვლილი 32 წლის პავლე კოვზირიძეა.

“როგორ ჩაგვწყვიტე გული, როგორ გაფრინდი, სიტყვები არ მაქვს რა ვთქვა და რა დავწერო ძმაო” – წერს გარდაცვლილის და ფეისბუკზე.

“პავლიკა შენ რა გითხარი, როგორ არ მინდა წარსულში შენზე ლაპარაკი, უფალმა ნათელი სასუფეველი დაუმკვიდროს შენს სულ” – წერს ოჯახის ახლობელი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში დღეს დილით მოხდა.

ავტომობილი ბორდიულსა და პალმის ხეს შეეჯახა. თავდაპირევლად გავრცელდა ცნობა რომ ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი პავლე კოვზირიძე დაიღუპა. თუმცა მოგვიანებით “მეგა ტვ”-ს აცნობეს რომ გარდავლილი მამაკაცი საჭესთან არ მჯდარა. პავლე კოვზირიძე ავტომობილის უკანა სავარძელზე იჯდა და ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. რაც შეეხება მძღოლს ის მძიმედაა დაშავებული. ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას ხერხემლის ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების თქმით მას ოპერაცია ესაჭიროება. მათივე თქმით ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

შსს-ს ინფორმაციით გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close