ექსკლუზივი

სისხლიანი დაპირსპირება თბილიში – ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დღს თბილისში მოკლეს

თბილისში ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა, რომელიც მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა კუკიას სასაფლაოზე მოხდა. 27 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს და ის ალადაშვილის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა მედიკოსები ამბობენ, რომ მას სიცხოცლისთვსი შეუთავსებელი ჭრილობები გულმკერდის არეში ჰქონდა მოყენებული. 

loading...

„რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ საქმე ქუჩურ დაპირისპირებას უკავშირდება და ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. 27 წლის გია საფაროვი, სავარაუდოდ, კუკიის სასაფლაოზე მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად წავიდა,  დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სწორედ ამ ჩხუბის დროს საფაროვს რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩხუბში როგორც საფაროვის მეგობრები, ასევე სხვა უბნის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. თუმცა პოლიციას ამ დრომდე დაკავებული  არავინ ჰყავს. 

„საკამოდ მშვიდი და გაწონასწორებული ბიჭი იყო. მისგან კონფლიქტი და ჩხუბი არავის ახსოვს. არ ვიცით რა მოხდა. ოჯახს გააგებინეს, რომ დაჭრილი იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილა. რამდენიმე ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში მიყენებულიო. ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი ჩხხუბობდა. ასე 20 კაცამდე სახელდება. როგორც გავიგეთ, უბანი უბანზე ჩხუბობდა.

ანუ ქუჩურ გარჩევას ჰქონდა ადგილი. შესაძლოა ეს ბიჭი საერთოდ არაფერ შუშაი იყო და ასე შემთხვევით ჩხხუბის დროს დაჩეხეს. საშინელი ამბავია, მეტი ჩხუბის მიზეზი  რა გახდა და რატომ გაწირეს ეს ახალგაზრდა ოჯახმაც არ იცის. გასაკვირი ისაა, რომ ეს უკონფლიქტო ბიჭი იყო და რატომ უნდა მოეკლათ. მეგობრებთან ერთად ყოფილა წასული და ადგილზე სხვა უბნის  წარმომადგენლებიც იყვნენო. ჯერჯერობით როგორც ვიცით დაკავებული არავინ არ არის“, – უყვება „რეზონანსს“ გარდაცვლილი ახალგაზრდას ახლობელი.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close