ექსკლუზივი

სისხლიანი დაპირსპირება თბილისში-ახალგაზრდებს შორის ქუჩურს გარჩევას 18 წლის მოზარდის დაჭრა მოჰყვა.

მორიგი დაჭრა თბილისში. ე.წ. ლონდონის ბაღში ახალგაზრდებს შორის ქუჩურს გარჩევას 18 წლის მოზარდის დაჭრა მოჰყვა. დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაში,  რეანიმაციაში მოთავსებული და მდგომარეობა მძიმეა. დანით მას ჭრილობები წელის არეში აქვს მიყენებული.

loading...

საავადმყოფოშია მისი მეგობარიც, რომლის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

მომხდარი “მთავარს” შსს-მ უკვე დაუდასტურა. მათი ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

რაც შეეხება მომხდარს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდები – საბა გაბედავა და ნიკა ჩაჩუა მეგობრები არიან. ისინი დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათივე კლასელები შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით,  კონფლიქტი სწორედ მათთან მოუვიდათ, თუმცა რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close