კატეგორიის გარეშე

სისხლიანი დაპირისპირება: ბიჭები ერთად გაიზარდნენ… ჯერ ესროლა და მერე სასწრაფოც თვითონ გამოუძახა

6 აგვისტოს წალენჯიხის სოფელ ჯვარში. 41 წლის გიზო მიქავა კარის მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიქავა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ადგილობრივების თქმით,

loading...

დამნაშავე თავად ჩაბარდა პოლიციას, თუმცა სოფელში არ საუბრობენ იმაზე თუ რატომ გაიმეტა კარის მეზობელი, მეზობელმა სასიკვდილოდ. “პალიტრა” გაესაუბრა ადგილობრივს, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა: “ბიჭები კარის მეზობლები არიან. 10 მეტრით არის მათი სახლები ერთმანეთისგან დაშორებული. ერთად გაზრდილები და თანატოლები არიან. რაზე შეკამათდნენ და რა კონფლიქტი უძღვოდა ამ ფაქტს წინ, ამაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს. მეზობლები გაოგნებულები ვართ, ერთმანეთს ვეკითხებით, ნეტავ რა მოხდა. გიზო მიქავას ოპერაცია ჩაუტარდა და იმედი გვაქვს გადარჩება, მომხდარზე ჯერ არავინ არაფერი იცის, მაგრამ, როგორც გავიგე, სასწრაფოც თვითონ დამნაშავემ გამოიძახა მას შემდეგ, რაც მეზობელს ესროლა და პოლიციასაც ჩაბარდა, გაქცევა არ უცდია. ყველა გაოგნებულია. მარტოები იყვნენ, არც ნასვამები ყოფილანო ამბობენ, მაშინ რატომ მივიდა საქმე აქამდე, არ ვიცი. შელაპარაკება მოხდაო, რაზე იკამათეს ესეც არ ვიცი. დაკავებული ალბათ იტყვის რაც მოხდა და გიზოც რომ გამოჯანმრთელდება ისიც იტყვის სიმართლეს. პატარა ჩიხში ცხოვრობენ, სულ სამი ოჯახია იმ ქუჩაზე, ფაქტის დამნახავი არავინ არის. მათი ეზოები და ყანები ერთმანეთის გვერდიგვერდ არის, ღობეც კი არ აქვთ გავლებული და როგორც გავიგე, იმ ეზოში მოხდა ეს ფაქტი”, – განაცხადა მეზობელმა. კვირის პალიტრა

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close