ექსკლუზივი

სექს-სკანდალი ქართულად – ყველაზე გახმაურებული სექსუალური სკანდალები, რომლებშიც ცნობილი მამაკაცები გაეხვნენ

ორი წლის წინ ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი მოულოდნელად სექსუალურ სკანდალში გაეხვა. როგორც აღმოჩნდა ის წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას. პროდიუსერი ახალგაზრდა და დამწყებ მსახიობ ქალებს სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა. ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროვებაში ამხილეს ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა როგორებიც იყვნენ გვინეტ პელტროუ და ანჯელინა ჯოლი. ვაინშტეინის სკანდალის შემდეგ მსოფლიოში აგორდა კამპანია #metoo, რომლის ფარგლებში კიდევ არაერთი ცნობილი ვარსკვლავი გაეხვა სკანდალში.

loading...

გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა და ამ კუთხით პირველი მერცხალი უფლებადამცველი ზვიად დევდარიანი აღმოჩნდა. დევდარიანი ქალთა მოძრაობამ ათამდე ქალის სექსუალურად შევიწროვებაში ამხილა და მის კარიერას უფლებადამცველობის კუთხით სამუდამოდ დაესვა წერტილი. დევდარიანის საქმე დღემდე გრძელდება.

ზვიად დევდარიანის შემდეგ სექსუალურ შევიწროვებაში მაშინდელი რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე ამხილეს. შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა ომბუდსმენსაც მიმართა. 2017 წლის 3 მაისს მიღებული დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა”. უგრეხელიძის საქმე დღემდე არ არის დასრულებული.

რეზონანსული აღმოჩნდა თათია სამხარაძის საქმე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხებოდა სექსუალურ შევიწროებას, რომელსაც თათია სამხარაძისა და მისი უფლებადამცველების თქმით, თათია მისი უშუალო ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილისგან განიცდიდა წლების განმავლობაში. სექსუალური შევიწროება გამოიხატებოდა შალვა რამიშვილის მიერ გამუდმებული სექსუალური შინაარსის კომენტარებში თამარის გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ასაკზე, სქესსა და პირად ცხოვრებაზე. მეორე ინსტაციის სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება დისკრიმინაციის ფორმაა და შალვა რამიშვილს თათია სამხარაძის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

კავშირ „საფარის“ წარმომადგენელმა მარი კურტანიძემ თავისი ყოფილი მასწავლებელი და ლექტორი თამაზ აქუბარდია სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. თამაზ აქუბარდია ცნობილი ტელეწამყვანის დავით აქუბარდიას ძმა გახლავთ. კურტანიძის მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით მასწავლებელი მას 15 წლის ასაკში სექსუალურად ავიწროვებდა.
„აბრეშუმივით კანი მაქვს”. თქვენ გიჟდებოდით მასზე. ჩემი დახეული ჯინსის შარვალიც უნდა გაგახსენდეთ, მაგიდის ქვეშ ხელს რომ მისვამდით ხოლმე კანზე, საოცარი კანი გაქვსო, მეუბნებოდით… ისიც უნდა გახსოვდეთ, როგორ მემუქრებოდით: „ამ ამოცანას სწორად თუ არ ამოხსნი, ტუჩებში გაკოცებ”. ერთხელ ამისრულეთ კიდეც დანაპირები: დამშვიდობებისას, ლოყაზე კოცნის მაგიერ ტუჩებში მაკოცეთ“, – წერდა კურტანიძე თავის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. თუმცა საქმე ხანდაზმულობის გამო სასამართლომდე არ მისულა.

სასამართლოშია დღემდე ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სექსუალური სკანდალი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

https://reitingi.ambebi.ge/
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close