ექსკლუზივი

“სექსი სამში” მსურს, მივცე შესაძლებლობა გოგონებს, ისარეგებლონ ჩემი გამოცდილებით- იუნა შაფათავას სკანდალური განცხადება

„აქ არის სიყვარული, სიძულვილი, ძალადობა, გაუპატიურება, ბავშვის დაკარგვა, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზაც, რწმენაც და ბევრი სხვა, რაც აქამდე არასოდეს მითქვამს“-იუნა შაფათავა
იუნა შაფათავა ავტობიოგრაფიული წიგნის გამოსაცემად ემზადება.

loading...

როგორც ავტორისგან შევიტყვეთ, წიგნში უამრავი ფაქტია აღწერილი მისი ცხოვრებიდან, რომელიც ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა.
„ამ წიგნის დაწერა დიდ ხნის წინ მინდოდა. 2013 წელს დაწყებული წერა, ძლივს დავასრულე ამ ზაფხულს, იმდენად მძიმე იყო ამის გადმოტანა ქაღალდზე. ბევრი ისეთი თემაა, რომელზეც ხმამაღლა არავინ საუბრობს, მითუმეტეს როცა საკუთარ თავს ეხება. აქ არის სიყვარული, სიძულვილი, ძალადობა, გაუპატიურება, ბავშვის დაკარგვა, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზაც, რწმენაც და ბევრი სხვა, რაც აქამდე არასოდეს მითქვამს. ვიცოდი, ოდესღაც ამის მოყოლა მომინდებოდა. ეს წიგნი არის გოლი ჩემს საკუთარ კარში. და მაინც მსურს, განკითხვაც, სიმართლეს არ ვემალები. მსურს, მივცე შესაძლებლობა ქალბატონებს და გოგონებს, ისარეგებლონ ჩემი გამოცდილებით, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა. და მსურს ისიც, დაინახოს საზოგადოებამ, რამდენად ფარისეველია ის და დასკვნები გავაკეთოთ.”

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close